Jump to content

Recommended Posts

Posted

ცნობილი გახდა გეიმინგ სმარტფონ ROG Phone 6-ის დიზაინი, რომელსაც კომპანია ASUS ოფიციალურად წარადგენს 5 ივლისს შეერთებულ შტატებში, ჩინეთსა და ტაივანში გამართულ ღონისძიებებზე. მოსალოდნელია, რომ სერიაში შევა საბაზისო მოდიფიკაცია, აგრეთვე მოდელები ROG Phone 6 Pro და ROG Phone 6 Ultimate. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ASUS 

ხალი სმარტფონის ფოტოები გამოქვეყნებულია ჩინეთის სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის სერტიფიკაციის ცენტრის ვებ-გვერდზე. მოწყობილობაში გამოყენებულია 6.78-დუიმიანი დისპლეი Full HD+ გაფართოებითა და 165 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირით. პანელის სივრცეში ჩაშენებულია თითის ანაბეჭდის სკანერი, სელფი-კამერის გაფართოება 12 მეგაპიქსელს შეადგენს. 

სმარტფონის უკანა მხარეს წარმოდგენილია სამი კამერა განათებით, რომლის ელემენტები განლაგებულია ჰორიზონტალურად. ძირითადი მოდულის გაფართოება 64 მეგაპიქსელი. 

უკანა პანელზე ცენტრთან ახლოს განთავსებულია ვერტიკალურად გამოწეული დამხმარე ეკრანი. ამავე ზონაში მოცემულია შუქდიოდების ხაზი, რომლებიც მომხმარებლებს აცნობებენ ამა თუ იმ შეტყობინების შესახებ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: TENAA 

ღჭურვილობაში შედის 512 გბ მოცულობის ფლეშ-მეხსიერება. კვებას უზრუნველყოფს 6000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 65-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. 

მასთან, მოდელი ROG Phone 6 Ultimate გამოჩნდა პოპულარულ ბენჩმარკ Geekbench-ზე და მსში წარმოდგენილი იყო პროცესორი Qualcomm Snapdragon 8+ Gen 1 (3.2 გჰც-მდე), 18 გბ ოპერატიული მეხსიერება და ოპერაციული სისტემა Android 12. 

image.jpeg 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.