Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Counterpoint Technology Market Research-მა წარადგინა ათი ყველაზე კარგად გაყიდვადი სმარტფონის რეიტინგი მიმდინარე წლის აპრილის შეჯამებით. ყველაზე პოპულარული მოწყობილობების სამეული წარმოდგენილია მხოლოდ Apple-ის სმარტფონებით. 

image.jpeg 

მაშ ასე, რეიტინგის პირველ ადგილზეა iPhone 13 დახლოებით 5.5%-იანი წილით გაყიდული სმარტფონების ჯამურ მოცულობაში. მას მოსდევს iPhone 13 Pro Max 3.4%-იანი შედეგით, მესამე ადგილი კი ერგო iPhone 13 Pro-ს - მიი წილი დაახლოებით 1.8%-ია. 

მეოთხე პოზიციას იკავებს Apple-ის კიდევ ერთი მოწყობილობა - iPhone 12, რომლის წილიც 1.6%-ს შეადგენს. iPhone SE 2022 მოდელი მეშვიდე ადგილზე ბაზრის 1.4%-იანი წილით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Counterpoint Technology Market Research 

Counterpoint-ის აპრილის რეიტინგში შესული ოთხი სმარტფონი წარმოებულია კომპანია Samsung-ის მიერ. ეს მოდელებია Galaxy S22 Ultra 5G, Galaxy A13, Galaxy A03 Core და Galaxy A53 5G, რომელთაც უკავიათ მეხუთე, მეექვსე, მერვე და მეცხრე ადგილები, შესაბამისად. ამ მოწყობილობების წილი შეადგენს 1.5 %, 1.4 %, 1.4 % და 1.3 %-ს. 

ტოპ ათეულს ხურავს ჩინური კომპანია Xiaomi-ს მიერ წარმოებული მოწყობილობა Redmi Note 11 LTE. მასზე აპრილში მოდიოდა რეალიზებული სმარტფონების საერთო მოცულობის დაახლოებით 1.1%. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.