Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

ზაფხულის ბოლოს სამხრეთკორეული კორპორაცია Samsung გეგმავს ახალი თაობის დრეკადი სმარტფონების დაანონსებას, რომელშიც შევა მოდელები Galaxy Z Fold4 და Galaxy Z Flip4ინსაიდერების ცნობების თანახმად კომპანია წინა სერიასთან შედარებით მომხმარებლებისგან მოთხოვნის გაორმაგებას ელის და, შესაბამისად, გაყიდვების ორჯერ ზრდას გეგმავს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Samsung დიდი უპირატესობით იკავებს ლიდერ პოზიციას დრეკადი ეკრანის მქონე მობილური მოწყობილობების ბაზარზე, ასე რომ მისი შემდგომი განვითარება და ზოგადად ასეთი მოწყობილობების პოპულარობა დიდწილად მასზეა დამოკიდებული. 

ნალიტიკოსები პროგნოზირებენ Galaxy Z Fold4 და Galaxy Z Flip4 მოდელების 15 მილიონამდე გაყიდვას 2023 წლის დასაწყისისთვის, ამასთან ელიან, რომ Flip4 დაახლოებით ორჯერ მეტად პოპულარული იქნება, ვიდრე Fold4. წინასწარი არაოფიციალური მონაცემების თანახმად Fold4-ს ექნება 7.5 დუიმე ოდნავ დიდი დრეკადი დისპლეი, დამატებითი 6.2-დუიმიანი არე ეკრანი, კამერების ახალი ნაკრები და 1 ტერაბაიტამდე მეხსიერების მოცულობა. დასაკეც Flip4-ს ექნება 6.7-დუიმიანი ძირითადი და 2.1-დუიმიანი დამატებითი ეკრანი, რვაბირთვიანი ჩიპი Snapdragon 8 Gen 1 Plus და ნახევარტერაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერება. ორივე მოწყობილობა მიეკუთვნება მაღალ საფასო სეგმენტს - პრინციპში, ბაზარზე ჯერ არც არსებობს დაბალბიუჯეტური დრეკადი სმარტფონები. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.