Magdalena Posted June 8, 2022 Posted June 8, 2022 კომპანია MSI-მ გეიმინგ მონიტორების ასორტიმენტი შეავსო მოდელ G321CUV-ით, რომელიც აგებულია 31.5 დუიმი დიაგონალის მქონე VA მატრიცაზე. ახალი მონიტორი განკუთვნილია გეიმინგ დესკტოპ კომპიუტერების შემადგენლობაში ან გეიმინგ კონსოლებთან გამოყენებისთვის. ფოტოს წყარო: MSI პანელს რკალისებრი ფორმა აქვს: სიმრუდის რადიუსი 1500R-ს შეადგენს. შედეგად უზრუნველყოფილია ვირტუალური სივრცის აღქმის უკეთესი ეფექტი. ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 178 გრადუსს შეადგენს. მონიტორი 4K ფორმატს შეესაბამება: გაფართოება შეადგენს 3840 × 2160 პიქსელს. სიკაშკაშის მაჩვენებელია 300 კდ/მ2, კონტრასტულობისა - 2500:1. მატრიცის რეაგირების დრო შეადგენს 4 მილიწამს, კადრის განახლების სიხშირე - 60 ჰერცს. მონიტორზე მხარდაჭერილია 78%-იანი DCI-P3 და 103%-იანი sRGB ფერთა გამა. ფუნქცია Night Vision აუმჯობესებს გამოსახულების მუქი მონაკვეთების ხილვადობას. მომხმარებლის თვალების დაცვას უზრუნველყოფს ტექნოლოგიები Anti-Flicker და Less Blue Light. ინტერფეისებიდან ხელმისაწვდომია DP 1.2, ორი HDMI 2.0 ინტერფეისი, USB 3.1 Type-C პორტი, USB 2.0 ჰაბი და სტანდარტული აუდიოკონექტორი. სადგამი საშუალებას იძლევა დარეგულირდეს დისპლეის დახრის კუთხე და სიმაღლე მაგიდის ზედაპირთან მიმართებაში. მონიტორის ფასი ჯერჯერობით არ სახელდება. https://tinyurl.com/ynxb5r2m Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.