Jump to content

Recommended Posts

Posted

გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ კომპანია Google ახალი თაობის ერთკრისტალიან პლატფორმა Tensor-ის (Cloudripper GS201) წარმოებას კომპანია Samsung-ს დაუკვეთავს. მოსალოდნელია, რომ ჩიპსეტი გამოყენებული იქნება Google Pixel 7 სერიის სმარტფონებში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Google 

ხალი მობილური პლატფორმის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. მოსალოდნელია, რომ ახალი ჩიპის წარმოებისას გამოყენებული იქნება Samsung-ის 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი და PLP შეფუთვა (panel-level packaging) - საკმაოდ იშვიათი ვარიანტი, რომელშიც ჩიპების წარმოებისას გამოიყენება მრგვალის ნაცვლა კვადრატული ფირფიტა, რაც ამცირებს ნარჩენების რაოდენობას და პროდუქციის თვითღირებულებას. 

წინა, პირველი თობის Tensor ჩიპსეტი, კოდური დასახელებით Whitechapel, ასევე იწარმოება Samsung-ის მიერ 5-ნანომეტრიანი LPE-ტექნოლოგიით. მოდელი ცნობილი გახდა უჩვეულო არქიტექტურის წყალობით, რომელიც ითვალისწინებს ორი დიდი Arm Cortex-X1 ბირთვის გამოყენებას - მობილური პლატფორმების უმეტესობას აქვს ან ერთი ასეთი ბირთვი, ან არც ერთი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ULVAС 

Google-მა განაცხადა, რომ ორი X1 ბირთვის გამოყენება უფრო ეფექტურია საშუალო დონის მუდმივი დატვირთვისთვის, „არაერთგვაროვანი“ გამოთვლებისთვის, მათ შორის კამერის ვიდეომძებნელის მუშაობის უზრუნველყოფისთვის - მუშაობისას ჩართულია რამდენიმე ჰეტეროგენული პროცესი. 

ზოგიერთი ცნობით Samsung ახალი Tensor ჩიპების წარმოებას მიმდინარე თვეში დაიწყებს, მათზე დამყარებული Pixel 7 კი ოქტომბერში უნდა გამოვიდეს. ეს შეესაბამება ღონისძიება Made By Google-ის ტრადიციულ ვადებს, რომლის დროსაც ხდება Pixel სერიის ფლაგმანების წარდგენა. არ არის გამორიცხული, რომ Samsung-მა Google-ისთვის გამოუშვას სერვერული ჩიპებიც. გასულ წელს კომპანიამ დააანონსა ქლაუდისა და სერვერული ნახევრადგამტარების სპეციალისტების დიდი გუნდის მიღება, თუმცა გამოითქვა ვარაუდი, რომ ხსენებული ამოცანებით იგი Intel-თან ერთად დაკავდებოდა. 

მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა უმეტესობას ნაკლებად აინტერესებს ვინ გამოუშვებს ახალ ჩიპსეტებს, სიახლეები შეიძლება ირიბად მიუთითებდეს ნახევარგამტარების ზოგიერთ მახასიათებელზე. Samsung-ის 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი გამოიყენებოდა Qualcomm-ის ფლაგმანური Snapdragon 8 Gen 1-ის დამზადებისას, თუმცა გაუმჯობესებული Snapdragon 8 Gen 1 Plus იწარმოება TSMC-ის უფრო მოწინავე 4-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის გამოყენებით - ახალი ვერსია უზრუნველყოფს ნაკლებ ენერგომოხმარებას და წარმადობის გარკვეულ ზრდას Samsung-ის ტექნოლოგიასთან შედარებით. 

თუკი Qualcomm-ის 2023 წლის ფლაგმანს სწორედ TSMC გამოუშვებს, და როგორც ჩანს, ეს ასეც იქნება, Pixel 7-სთვის კი შედარებით ნაკლებად სრულყოფილი ტექნოპროცესით დამზადდება მობილური პლატფორმა, Snapdragon-ს ლიდერობის საშუალება მიეცემა. თუმცა კონკურენტი ჩიპსეტების საბოლოო ეფექტურობის შესაფასებლად სჯობს Qualcomm-ის ზამთრის პრემიერას დაველოდოთ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.