Magdalena Posted June 1, 2022 Posted June 1, 2022 ბაზრის „გაგრილების“ ფონზე Ethereum-ტრანზაქციების საკომისიო გასული წლის ივლისში დაფიქსირებულ ნიშნულამდე ჩამოვიდა. ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ჩანს, რომ 1 მაისს მიღწეული ისტორიულ მაქსიმუმიდან, 200 აშშ დოლარიდან, მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა. წყარო: Coin Metrics. სტატიის წერის მომენტში მისამართიდან მისამართზე ETH-ის მარტივი გადატანის ღირებულება 0.53 აშშ დოლარს შეადგენს. წყარო: Etherscan. ოპერაციის ღირებულება არაკასტოდიალურ ბირჟა Uniswap-სა და NFT-მარკეტფლეის Opensea-ზე აახლოებით 4-5 აშშ დოლარს შეადგენს. ERC-20 სტანდარტის ტოკენების გადარიცხვა მომხმარებელს 1 აშშ დოლარზე ოდნავ მეტი უჯდება. საკომისიოების შემცირება აისახა Ethereum-მაინერების შემოსავალზე, რომელიც ასევე შემცირდა 2021 წლის ზაფხულის შუა რიცხვების მაჩვენებლამდე. წყარო: Glassnode. ბოლო დროს ასევე მცირდება 10 000 ETH-ზე მეტი ბალანსის მქონე მისამართების რაოდენობაც. შეგახსენებთ, რომ აგვისტოში „სირთულის ბომბის" გააქტიურებაა მოსალოდნელი. პროგრამული გადაწყვეტილება შექმნილია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს PoS-ზე გადასვლას, რაც ნაკლებად მომგებიანს გახდის მაინერებისთვის Proof-of-Work ქსელზე მუშაობას. https://tinyurl.com/2p936by4 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.