Magdalena Posted May 26, 2022 Posted May 26, 2022 კომპანია MediaTek-მა დააანონსა ახალი ჩიპები Filogic 880 და Filogic 380 Wi-Fi 7-ის მხარდაჭერითა და მაღალი სიჩქარით, რომლებიც განკუთვნილია კორპორატიული და სამომხმარებლო მოწყობილობების ფართო სპექტრში გამოყენებისთვის. ახალი ჩიპები იქნება ერთ-ერთი პირველი Wi-Fi 7 პროდუქტები ბაზარზე, მათი მეშვეობით მწარმოებელი კომპანიები შეძლებენ მომხმარებლებს შესთავაზონ მოწინავე ტექნოლოგიაზე დამყარებული პროდუქტები. ფოტოს წყარო: trecebits.com ჩიპი Filogic 880 დამზადებულია 6-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და წარმოადგენს Wi-Fi 7 პლატფორმას ოთხბირთვიან პროცესორ Cortex A73-ის ბაზაზე, რომელიც უზრუნველყოფს 36 გბ/წმ-მდე სიჩქარეს. პროდუქტი განკუთვნილია მაღალი წარმადობის მარშრუტიზატორებში გამოყენებისთვის. მეორე სიახლეა ჩიპი Filogic 380, რომელიც ასევე მზადდება 6-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და გამოიყენება სმარტფონებში, პლანშეტებში, ტელევიზორებში, ტვ-ბოქსებსა და სხვა ტექნიკაში. ჩიპი უზრუნველყოფს ქსელთან კავშირს 2.4, 5 და 6 გჰც დიაპაზონებში, აქვს 320 მჰც-მდე არხის მხარდაჭერა და 5 გბ/წმ-მდე სიჩქარე არხზე. მხარდაჭერილია 2х2 MIMO და Bluetooth 5.3. ფოტოს წყარო: MediaTek „უსადენო კავშირის ჩვენი მოწყობილობები განკუთვნილია მაქსიმალური წარმადობის უზრუნველყოფისთვის მოწინავე ტექნოლოგიების მეშვეობით და ასახავენ MediaTek-ის სწრაფვას - მოხდეს ახალ ბაზრებზე Wi-Fi 7-ის დანერგვის სტიმულირება. Filogic 880 და Filogic 380 ჩიპების მეშვეობით ჩვენი მომხმარებლები უზრუნველყოფილნი იქნებიან სწრაფი, საიმედო კავშირით ინდუსტრიის მზარდი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად“ - აცხადებს MediaTek-ის კორპორატიული ვიცე-პრეზიდენტი Alan Hsu. შეგახსენებთ, რომ Wi-Fi 7 სტანდარტის საბოლოო ვერსია ჯერ არ არის სერტიფიცირებული. უკვე ცნობილია სტანდარტის ძირითადი მახასიათებლები, მაგრამ მისი საბოლოო ვერსიის გამოსვლა მოსალოდნელია 2024 წელს. ეს ნიშნავს, რომ Wi-Fi 7-ის მხარდაჭერის მქონე სამომხმარებლო მოწყობილობები ბაზარზე რამდენიმე წელიწადში გამოჩნდება. https://tinyurl.com/4nmrw6vf Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.