Jump to content

Recommended Posts

Posted

ელექტრონიკის ჩინურმა მწარმოებელმა Xiaomi-მ ოფიციალურად განაცხადა გერმანულ კომპანია Leica-სთან „გრძელვადიანი სტრატეგიული თანამშრომლობის“ დაწყების შესახებ. Leica სპეციალიზებულია კამერებისა და ობიექტივების წარმოებაზე.  Xiaomi-ს პირველი სმარტფონი, რომლის შექმნაში Leica მიიღებს მონაწილეობას, მიმდინარე წლის ივლისში გამოვა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Xiaomi 

ცნობილია, რომ ჩინური კომპანიის ახალი ფლაგმანური სმარტფონი ორიენტირებული იქნება ფოტოგადაღების მოყვარულებზე. Xiaomi-ს გენერალურმა დირექტორმა Lei Jun-მა განაცხადა, რომ „ეს თანამშრომლობა ძლიერ იმპულსს მისცემს გამოსახულების დამუშავების სფეროში Xiaomi-ს სტრატეგიის განვითარებას“. 

ცნობები Xiaomi-სა და Leica-ს შესაძლო პარტნიორობის შესახებ ინტერნეტში გასულ წელს გამოჩნდა. ხუთ წელზე მეტია, რაც Leica თანამშრომლობს ელექტრონიკის ჩინურ მწარმოებელ Huawei-თან. მათი პირველი ერთობლივი პროდუქტი იყო სმარტფონი Huawei P9, რომელიც 2016 წელს გამოვიდა. 

გასულ წელს გავრცელდა ინსაიდერული ინფორმაცია, რომ Leica ეძებდა ახალ პარტნიორს და აშშ-ის სანქციებში მოყოლილ Huawei-სთან მისი თანამშრომლობა Huawei P50 სერიის გამოსვლის შემდეგ შესაძლოა შეწყვეტილიყო. Huawei-მ ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა ასეა თუ ისე Leica-ს ახალი პარტნიორი გამოუჩნდა. აღვნიშნავთ, რომ გერმანული კომპანიის პარტნიორების სიაში მობილური ბაზრის წარმომადგენლებიდან ასევე შედიან Sharp და Panasonic. 

რაც შეეხება Xiaomi-სა და Leica-ს სამომავლო ერთობლივ სმარტფონს, დიდი ალბათობით საუბარი ეხება მოდელს სახელწოდებით Xiaomi 12 Ultra. როგორც მოსალოდნელია, მოწყობილობა იქნება high-end კლასის და მასში წარმოდგენილი იქნება პროცესორი Snapdragon 8 Gen 1 Plus, აგრეთვე ძირითადი კამერის უჩვეულო დიზაინს მინის მრგვალი საფარით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.