Magdalena Posted May 25, 2022 Posted May 25, 2022 ელექტრონიკის ჩინურმა მწარმოებელმა Xiaomi-მ ოფიციალურად განაცხადა გერმანულ კომპანია Leica-სთან „გრძელვადიანი სტრატეგიული თანამშრომლობის“ დაწყების შესახებ. Leica სპეციალიზებულია კამერებისა და ობიექტივების წარმოებაზე. Xiaomi-ს პირველი სმარტფონი, რომლის შექმნაში Leica მიიღებს მონაწილეობას, მიმდინარე წლის ივლისში გამოვა. ფოტოს წყარო: Xiaomi ცნობილია, რომ ჩინური კომპანიის ახალი ფლაგმანური სმარტფონი ორიენტირებული იქნება ფოტოგადაღების მოყვარულებზე. Xiaomi-ს გენერალურმა დირექტორმა Lei Jun-მა განაცხადა, რომ „ეს თანამშრომლობა ძლიერ იმპულსს მისცემს გამოსახულების დამუშავების სფეროში Xiaomi-ს სტრატეგიის განვითარებას“. ცნობები Xiaomi-სა და Leica-ს შესაძლო პარტნიორობის შესახებ ინტერნეტში გასულ წელს გამოჩნდა. ხუთ წელზე მეტია, რაც Leica თანამშრომლობს ელექტრონიკის ჩინურ მწარმოებელ Huawei-სთან. მათი პირველი ერთობლივი პროდუქტი იყო სმარტფონი Huawei P9, რომელიც 2016 წელს გამოვიდა. გასულ წელს გავრცელდა ინსაიდერული ინფორმაცია, რომ Leica ეძებდა ახალ პარტნიორს და აშშ-ის სანქციებში მოყოლილ Huawei-სთან მისი თანამშრომლობა Huawei P50 სერიის გამოსვლის შემდეგ შესაძლოა შეწყვეტილიყო. Huawei-მ ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა ასეა თუ ისე Leica-ს ახალი პარტნიორი გამოუჩნდა. აღვნიშნავთ, რომ გერმანული კომპანიის პარტნიორების სიაში მობილური ბაზრის წარმომადგენლებიდან ასევე შედიან Sharp და Panasonic. რაც შეეხება Xiaomi-სა და Leica-ს სამომავლო ერთობლივ სმარტფონს, დიდი ალბათობით საუბარი ეხება მოდელს სახელწოდებით Xiaomi 12 Ultra. როგორც მოსალოდნელია, მოწყობილობა იქნება high-end კლასის და მასში წარმოდგენილი იქნება პროცესორი Snapdragon 8 Gen 1 Plus, აგრეთვე ძირითადი კამერის უჩვეულო დიზაინს მინის მრგვალი საფარით. https://tinyurl.com/2emfnrzs Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.