Magdalena Posted May 24, 2022 Posted May 24, 2022 იანვარში კომპანია AMD-მ დააანონსა დაბალბიუჯეტური მობილური ვიდეოდაფა Radeon RX 6300M, თუმცა ამ გრაფიკის მქონე კომპიუტერები ბაზარზე ჯერჯერობით შემოსული არ იყო. როგორც ჩანს, ეს ვითარება მალე შეიცვლება. ეს ამაჩქარებელი გამოჩნდა Geekbench 5-ის ტესტში, სადაც დააფიქსირა საკმაოდ სუსტი წარმადობა და ჩამორჩა თითქმის თანაბარ GeForce MX450-ს - NVIDIA-ს წინა თაობის საბაზისო დონის ვიდეო დაფას. ფოტოს წყარო: AMD AMD Radeon RX 6300M - ეს არის საწყისი დონის ვიდეო დაფა RDNA 2 არქიტექტურით. მას აქვს 12 გამომთვლელი ბლოკი და 768 ნაკადური პროცესორი კრისტალ Navi 24-ზე. GDDR6 ვიდეომეხსიერების მოცულობა შეადგენს მხოლოდ 2 გბ-ს, Infinity Cache-ის კი - 8 მბ-ს. AMD-მ საგრძნობლად შეამცირა GPU-ის ტაქტის სიხშირე 1512 მჰც-მდე, ამ ყველაფრის შედეგად მიღწეულ იქნა მხოლოდ 25 ვატი და უფრო ნაკლები ენერგომოხმარება. ბირთვების იგივე რაოდენობაა წარმოდგენილი Ryzen 6000 სერიის პროცესორების ინტეგრირებულ Radeon 680M-ში, თუმცა მათი ტაქტის სიხშირე 2.4 გჰც-ია - დისკრეტული ადაპტერის ერთადერთი უპირატესობა გამოდის უფრო სწრაფი GDDR6. ფოტოს წყარო: geekbench.com Geekbench 5-ის ბაზაში ვიდეო დაფა Radeon RX 6300M გამოჩნდა მონობლოკ HP Zhan 99 Pro G9-ის შემადგენლობაში, რომელშც ასევე წარმოდგენილი იყო ჩიპი Intel Core i7-12700 (Alder Lake) და 16 გბ ოპერატიული მეხსიერება, რაც დესკტოპ პროცესორისა და მობილური გრაფიკის არასტანდარტულ შერწყმას წარმოადგენს. OpenCL ტესტში ვიდეოდაფამ მოაგროვა 30044 ქულა, Vulkan-ში- 24371. თანამედროვე გრაფიკისთვის ეს საკმაოდ მოკრძალებული შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ დაახლოებით ასეთივე მახასიათებლები აქვს წინა თაობის NVIDIA MX450-ს: OpenCL-ში 29000, ხოლო Vulkan-ში მეტიც კი - 24688 ქულა. ფოტოს წყარო: geekbench.com ჯერ მაინც ნაადრევია დასკვნების გაკეთება, რადგან Geekbench 5-ის შედეგები ყოველთვის არ ასახავს ვიდეო დაფის წარმადობას თამაშებში - შესაძლოა, ვითარება გეიმინგ ტესტებში შეიცვალოს. https://tinyurl.com/yc25ftk2 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.