Magdalena Posted May 21, 2022 Posted May 21, 2022 Bentley - საუკუნოვანი ბრიტანული საავტომობილო ბრენდი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია ხარისხითა და ლუქს კლასის მანქანებით, ელექტრომობილების ბაზარზე შემოდის ყველაზე სწრაფი სამომხმარებლო ელექტრომობილის წარდგენით. ლუქს კლასის ავტომობილების მწარმოებელი Bentley. Wuka/iStock ადრე Bentley-მ განაცხადა ელექტრიფიკაციის სტრატეგია "Beyond100"-ის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს 2030 წლისთვის სრულიად ელექტრო ავტომობილებზე გადასვლას ხუთი ახალი BEV-ის მეშვეობით, რომლებიც ყოველწლიურად გამოვა 2025 წლიდან. Bentley-ს გენერალურმა დირექტორმა ადრიან ჰოლმარკმა განაცხადა, რომ კომპანიის პირველი ელექტრომობილი, რომლის გამოსვლა 2025 წელსაა დაგეგმილი, შეძლებს 1400 ცხენის ძალა სიმძლავრის (1044 კვტ) განვითარებას და 0-60 მილი/სთ (0-100 კმ/სთ) სიჩქარის განვითარებას სულ რაღაც 1.5 წამში. თუ ეს სიმართლეა, ახალი Bentley უკან ჩამოიტოვებს Lucid Air Dream Edition Performance-სა (1 111 ცხენის ძალა) და Tesla Model S Plaid-ს (1 020 ცხენის ძალა) დრაგ-რეისინგში. ეს მოდელები ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი სამომხმარებლო ელექტრომობილებია, რომელთაც ორ წამზე ნაკლებ დროში შეუძლიათ ზემოთხსენებული სიჩქარის განვითარება. Automotive News Europe-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰოლმარკმა ისაუბრა კომპანიის პირველი ლუქს-ელექტრომობილის ზოგიერთი თამამი მახასიათებლისა და ფასების შესახებ. მისი თქმით, კომპანიას სურს ბაზარზე შესვლა მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ წარმოუდგენია არც ერთი სრულიად ელექტრო ავტომობილი. ახალი BEV აიწყობა Porsche-სა და Audi-ს მიერ შემუშავებულ პრემიუმ-კლასის ელექტრო პლატფორმაზე (PPE), ეს კომპანიები არიან VW Group-ის ქვედანაყოფები და Bentley-ს მფლობელები 1998 წლიდან. PPE უზრუნველყოფს Bentley-ს ბატარეების ტექნოლოგიით, ელექტრომობილების წამყვანი სისტემებისა და სალონის წყობის ტექნოლოგიებით, აგრეთვე ავტონომიური და დაკავშირებადი ავტომობილების პოტენციალით. Bentley-ს პირველი ელექტრომობილი წარმოებული იქნება ინგლისში, კომპანიის ქარხანაში. Bentley EXP 100 GT-ს კონცეფცია ჰოლმარკმა ისაუბრა სამომავლო ელექტრომობილის „ბრუტალურ აჩქარებაზე“ და განაცხადა, რომ ეს არ იქნება მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელი, ამის ნაცვლად ეს იქნება „გადასწრება ძალისხმევის გარეშე“. მან განაცხადა: დიდ ბრიტანეთში ადამიანების უმეტესობას მოსწონს აჩქარება 30-დან 70 მილი/სთ-მდე (50-113 კმ/სთ), გერმანიაში - 30-დან 150 მილი/სთ-მდე (50-240 კმ/სთ). ახლა ჩვენ გაგვაჩნია 650 ცხენის ძალა GT Speed-ში, BEV-ის შემთხვევაში კი სიმძლავრე ორჯერ მეტი იქნება. თუმცა, თუ განვიხილავთ აჩქარებას 0-დან 60 მილი/სთ-მდე, ეფექტი მცირდება. პრობლემა ის არის, რომ ეს არაკომფორტულია. 2.4 წამში 60 მილი/სთ სიჩქარის (100 კმ/სთ) განვითარება მფლობელისთვის ათჯერ უფრო სასიამოვნოა. ამაზე მეტის შემდეგ მას უბრალოდ გულისრევის შეგრძნება გაუჩნდება“. ეს არის ნამდვილი გადაჭარბებული სიჩქარე. მაგრამ სანერვიულო არაფერია. ჰოლმარკის თქმით ექსტრემალური აჩქარების არჩევანი მომხმარებლის გადასაწყვეტი იქნება - ავტომობილის შეძენისას მომხმარებელს შეეძლება აირჩიოს 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარების ვარიანტი 1.5 ან 2.7. წამში. კომპანიამ არ გაიზიარა დამატებითი ტექნიკური მახასიათებლები, მაგრამ განაცხადა, რომ დიზაინი დაფუძნებული იქნება Continental GT კუპეზე, Flying Spur სედანსა და Bentayga SUV-ზე. რაც შეეხება უსიამოვნო ამბებს, ჰოლმარკმა აღნიშნა, რომ ავტომობილის მინიმუმ ერთი ვარიანტი ეღირება 262 000 აშშ დოლარზე მეტი (250 000 ევრო). https://tinyurl.com/mryn754u Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.