Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

ტექნოლოგიის ცუდად გაგება გახდა ყველაზე პოპულარული მიზეზი, რის გამოც მომხმარებლებმა უარი თქვეს ციფრულ აქტივებში ინვესტირებაზე. ამას მოწმობს Coupon Follow-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მონაცემები. 

კვლევაში მონაწილეობდა აშშ-ის 18 წელზე უფროსი ასაკის 1172 მაცხოვრებელი, რომლებსაც არასდროს ჰქონიათ ინვესტიცია განხორციელებული კრიპტოვალუტაში. 

გამოკითხულთა 42%-მა არ იყიდა კრიპტოვალუტა, რადგან „არ ესმით მისი ფასეულობა“. 39% შეშფოთებულია არასტაბილურობით. 35% კრიპტოვალუტებს სკამად მიიჩნევს - ყველაზე ხშირად ეს მიზეზი დაასახელეს ბეიბი-ბუმერის თაობის წარმომადგენლებმა (44%). 

კიდევ 24-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ისინი არ იყვნენ საკმარისად კომპეტენტური აქტივის შესაძენად. 

image.png 

წყარო: Coupon Follow. 

გამოკითხულთა 18-მა პროცენტმა თქვა, რომ რაღაც მომენტში ჩამოტვირთა კრიპტოვალუტის გაცვლის აპლიკაციები ტელეფონებში, მაგრამ არასოდეს გამოუყენებიათ. ზოგს აკლდა ცოდნა, ზოგს ეშინოდა არასტაბილური ფასების, ზოგს აწუხებდა პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოება. 

image.png 

წყარო: Coupon Follow. 

ამერიკელების მხოლოდ 6-მა პროცენტმა, რომლებიც ამჟამად არ ფლობენ კრიპტოვალუტას, თქვა, რომ მზად არიან იყიდონ იგი უახლოეს მომავალში. 

მეტი ინფორმაცია კრიპტოვალუტებში ინვესტიციის უპირატესობების შესახებ დაეხმარება რესპოდენტთა სკეპტიციზმის შეცვლას. ასე ფიქრობს 18%. 

16% გადაწყვეტდა შეძენას, უფრო მაღალი შემოსავალი რომ ჰქონოდათ - უმეტესად ასეთი პასუხი გასცეს მილენიალებმა. 

Z თაობის წარმომადგენლები, თავის მხრივ, დაინტერესებულნი არიან უფლებადამცველი სტრუქტურების მიერ სახელმწიფო რეგულირებით და ბაზრის კონტროლით. 

image.png 

წყარო: Coupon Follow. 

შეძენის შემთხვევაში რესპონდენტთა უმრავლესობისთვის პირველი მონეტები იქნება Bitcoin, Ethereum ან USD Coin. 

image.png 

წყარო: Coupon Follow. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.