Jump to content

Recommended Posts

Posted

AMD-მ CDNA არქიტექტურაზე დამყარებული გამოთვლითი გრაფიკული პროცესორი Instinct MI100 თავდაპირველად წარადგინა 2020 წელს, როგორც Nvidia A100-ის კონკურენტი მაღალი წარმადობის გამოთვლებში (HPC). მოგვიანებით გამოვიდა მოდელები Instinct MI200 და MI250X არქიტექტურა CDNA 2-ის ბაზაზე. ამჯერად გამოჩნდა ინფორმაცია სამომავლო Instinct MI300-ის შესახებ, რომელიც CDNA 3 არქიტექტურაზე იქნება დამყარებული. 

image.png 

ინფორმაცია გავრცელდა AdoredTV-სგან, რომელმაც მიიღო სლაიდი Instinct MI300-ის აღწერილობით. სლაიდის თანახმად Instinct MI300 რეალურად წარმოადგენს APU-ს ZEN 4 არქიტექტურის პროცესორით, რომელიც იმუშავებს გრაფიკულ პროცესორსა და საერთო HBM მეხსიერებასთან ერთად.  

image.jpeg 

ინსაიდერმა @Komachi_Ensaka-მ პირველად განაცხადა MI200-სთვის განკუთვნილი APU-ს შესახებ 2019 წელს, რომელსაც მოჰყვა @ExecuFix-ის თვითი 2021 წლის სექტემბერში, რომელიც მიუთითებდა MI300-ის მხარდაჭერის მქონე ახალ SF5 სოკეტზე. ასეა თუ ისე, 2015 წელს AMD-მ განიხილა მეგაეგზაფლოპს APU-ის კონცეფცია 32 ბირთვით, გრაფიკული პროცესორითა და DRAM მეხსიერებით და 2017 წელს გამოაქვეყნა სტატია „ ეგზაფლოპს-გამოთვლებისთვის განკუთვნილი APU-ის დაპროექტება და ანალიზი“.  

ხლახან გამოჩენილი სლაიდი თანხმობაში მოდის ზემოთ მოყვანილ ინფორმაციასთან. მოსალოდნელია, რომ Zen 4-ისა და CDNA 3-ის ბაზაზე APU-ის შემუშავება დასრულდება მაისის ბოლოს, პირველი ნიმუში კი ლაბორატორიებში მესამე კვარტალში გამოჩნდება. ეს იქნება ყველაზე დიდი ეგზაფლოპს-APU x86 მაღალი წარმადობის გამოთვლებისა და მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის. 

მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია დიდი ალბათობით სიმართლეს შეესაბამება, უცნობია, აწარმოებს თუ არა AMD ყველა CDNA 3 ამაჩქარებელს APU-ის სახით თუ გამოუშვებს ცალ-ცალკე GPU-სა და APU-ს. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.