Jump to content

Recommended Posts

Posted

OnePlus- ჯერ არ დაუანონსებია სმარტფონი Nord 2T, მაგრამ სულ უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება მის შესახებ. ამ მოდელის ანონსი დაგეგმილია 19 მაისისთვის. ამჯერად ცნობილი გახდა, რომ მოწყობილობა იმუშავებს პროცესორზე MediaTek Dimensity 1300. 

image.jpeg 

სისტემა ჩიპ Dimensity 1300-ზე წარდგენილი იქნება რამდენიმე კვირის წინ. თუკი იგი OnePlus Nord 2T სმარტფონის შემადგენლობაში შევა, იგი გახდება პირველი სმარტფონი ხსენებული პროცესორით. 

Dimensity 1300-ს აქვს გარკვეული გაუმჯობესებები შედარებით ძველ Dimensity 1200-თან შედარებით.  ორივე მათგანში გამოყენებულია 6-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი. ახალ ჩიპს აქვს ოთხი ბირთვი Cortex A-78, ოთხი ბირთვი A55 და გრაფიკული პროცესორი Mali-G77 MC9. წარმოებას ახორციელებს TSMC-ის ქარხანა. 

მ დრომდე უკვე ვრცელდებოდა ცნობა, რომ Nord 2T-ს ექნება 80 ვატი სიმძლავრის SuperVOOC დამუხტვა, ბატარეის მოცულობა კი შეადგენს 4500 მა/სთ-ს. დეველოპერები ამტკიცებენ, რომ სრული დამუხტვისთვის მხოლოდ 15 წუთია საჭირო.  

ჯერჯერობით უცნობი რჩება კამერების და სხვა კომპონენტების მახასიათებლები. 

image.jpeg 

სავარაუდოდ, ძრითადი კამერა იქნება 50 მეგაპიქსელი გაფართოებით და ფლაგმანური დონის შესაძლებლობებით. ასევე წარმოდგენილი იქნება სუპერფართოკუთხიანი 8-მეგაპიქსელიანი კამერა, 2-მეგაპიქსელიანი მაკრო სენსორი, ასევე 32-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა. სავარაუდოდ, მოწყობილობას ექნება 6.43-დუიმიანი FHD+ ეკრანი 90 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. სმარტფონის ფასი და გაყიდვის დაწყების თარიღი ანონსის დროს გამოცხადდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.