Magdalena Posted May 16, 2022 Posted May 16, 2022 მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ავიაკომპანია Emirates Airlines-მა გამოაცხადა Bitcoin-ში გადახდების მიღებისა და NFT კოლექციის გამოშვების შესახებ. პრესკონფერენციაზე ავიაკომპანიის მთავარმა ოპერაციულმა დირექტორმა აღნიშნა Emirates Airlines-ის ინტერესის არსებობა ბლოკჩეინის გამოყენებით თვითმფრინავების აღრიცხვისთვის, ასევე დაინტერესება მეტასამყაროს ტექნოლოგიით. „მეტასამყაროები სწავლების, ბილეთების გაყიდვის ტრადიციულ ოპერაციებს გადაიტანენ ციფრულ სამყაროში, რაც მათ უფრო ინტერაქტიულს გახდის“ - განაცხადა მან. ახალი პროექტების შემუშავებისთვის ავიაკომპანია დაიქირავებს სპეციალიზებულ თანამშრომლებს. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ოქტომბერში სალვადორის ავიაკომპანია Volaris-მა დაამატა Bitcoin-ით გადახდის შესაძლებლობა. https://tinyurl.com/2hn735es Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.