Jump to content

Recommended Posts

Posted

ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით კომპანია Samsung ამზადებს მომდევნო თაობის დასაკეც სმარტფონს, რომელსაც დრეკადი დისპლეი ექნება. ახალი სმარტფონი ჩაანაცვლებს მოდელ Galaxy Z Flip 3-ს. 

image.jpeg 

ფოტოებზე: Galaxy Z Flip 3 

სამომავლო სმარტფონი ამჟამად ფიგურირებს არაოფიციალური დასახელებით Galaxy Z Flip 4 (კოდი SM-F721). მიიჩნევა, რომ Galaxy Z Flip 3-თან შედარებით ახალ სმარტფონში გაიზრდება ბატარეის მოცულობა: იგი იქნება 3400 მა/სთ წინა მოდელის 3300 მა/სთ-სგან განსხვავებით. 

image.jpeg 

სმარტფონში სავარაუდოდ წარმოდგენილი იქნება პროცესორი Qualcomm Snapdragon 8 Gen 1 Plus. დიდი ალბათობით, ამ ჩიპს ექნება Snapdragon 8 Gen 1-ის მსგავსი არქიტექტურა: რვა ბირთვი ტაქტის სიხშირით 3.0 გჰც-მდე, მეშვიდე თაობის ხელოვნური ინტელექტის ძრავი Qualcomm AI Engine, ახალი თაობის გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno და მოდემი Snapdragon X65 5G. ამასთან, გაიზრდება გამომთვლელი ბირთვებისა და გრაფიკული ნოუდების მაქსიმალური სიხშირეები. 

რაოფიციალური ცნობების თანახმად Galaxy Z Flip 4-ს ექნება 6.7-დუიმიანი დრეკადი დისპლეი და 1.9-დუიმიანი დამხმარე გარე ეკრანი. სმარტფონის სხვა მახასიათებლები ჯერ არ ხმაურდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.