Magdalena Posted May 4, 2022 Posted May 4, 2022 პოპულარულმა ბენჩმარკ AnTuTu-მ გამოაქვეყნა სმარტფონების წარმადობის რეიტინგი მიმდინარე წლის აპრილისთვის. შედეგები წარმოდგენილია ფლაგმანური მოწყობილობების, ქვეფლაგმანების და საშუალო დონის მოწყობილობების კატეგორიებში. ფოტოს წყარო: Black Shark გასული თვის შეჯამებით ლიდერი გახდა გეიმინგ სმარტფონი Black Shark 5 Pro, რომელმაც დააფიქსირა 1 062 747 ქულა. შემდეგ მოდის Red Magic 7 Pro და Lenovo Legion Y90 შედეგებით - 1 032 494 და 1 023 934 ქულა, შესაბამისად. ფოტოს წყარო: AnTuTu აღსანიშნავია, რომ ათი უძლიერესი მოწყობილობიდან ცხრაში გამოყენებულია პროცესორი Qualcomm Snapdragon 8 Gen 1. კიდევ ერთი მოწყობილობა - მოდელი Vivo X80 (მეოთხე პოზიცია) დამყარებულია MediaTek Dimensity 9000 ჩიპზე. სუბფლაგმანების კატეგორიაში პირველი ადგილი Redmi K50-მა დაიკავა Dimensity 8100 პლატფორმით: მისი შედეგი არის 814032 ქულა. ამ რეიტინგში ასევე შედის შვიდი მოდელი Snapdragon 870 პროცესორზე. ფოტოს წყარო: AnTuTu რაც შეეხება საშუალო დონის სმარტფონებს, აქ ლიდერობს iQOO Z5 ჩიპით Snapdragon 778G: მოწყობილობამ 572188 ქულა დააგროვა. ზოგადად ეს რეიტინგი ამგვარად გამოიყურება: https://tinyurl.com/ynav2ey6 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.