Jump to content

Recommended Posts

Posted

ონლაინ-წყაროების ინფორმაციით ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ პატენტი მიიღო მეტად უცნაური კონსტრუქციის მქონე სმარტფონზე. საუბარი ეხება მოწყობილობას, რომელსაც აქვს დასაკეცი ეკრანი. 

image.jpeg 

დასაკეცი დისპლეის მქონე სმარტფონი Xiaomi Mi Mix Fold / ფოტოს წყარო: Xiaomi 

სტანდატულ მდგომარეობაში დისპლეი მოწყობილობის კორპუსზე იქნება გარშემორტყმული: ამრიგად, ინფორმაცია შეიძლება აისახოს გაჯეტის როგორც ფრონტალურ, ისე უკანა მხარეზე. 

საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელი შეძლებს ეკრანი მოხსნას მთავარ მოდულს და გაშალოს, შედეგად მოწყობილობა პლანშეტისმაგვარ გაჯეტს ემსგავსება. ამასთან ეკრანი შეძლებს ინფორმაციის გაცვლას ბაზასთან უსადენო კომუნიკაციის საშუალებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ITHome 

Xiaomi-ს ჩანაფიქრის თანახმად დასაკეც ეკრანს საკუთარი ბატარეა ექნება, რაც მას ავტონომიურ რეჟიმში ფუნქციონირების საშუალებას მისცემს. ასეთ შემთხვევაში მუშაობისას ძირითადი გამომთვლელი დატვირთვა საბაზისო მოდულს დააწვება. 

უჩვეულო სმარტფონი ჯერჯერობით მხოლოდ საპატენტო დოკუმენტაციაში არსებობს. იდეის რეალურად განხორციელების შესაძლო ვადებზე ნათქვამი არაფერია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.