Magdalena Posted April 29, 2022 Posted April 29, 2022 კომპანია GIGABYTE-მა წარადგინა AERO 5 XE4-73JP614SH, ლეპტოპი მე-12 თაობის Core პროცესორით, GeForce RTX 3070 Ti ვიდეო დაფით და OLED-ეკრანით. მისი ფასი დაახლოებით 3000 აშშ დოლარი იქნება. ლეპტოპი გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით, რომელიც შთაგონებელია სპორტული ავტომობილის აეროდინამიკით. დისპლეის აქვს Samsung-ის 4K OLED პანელი 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამის მხარდაჭერით, თავსებადია DisplayHDR 400 TRUE BLACK-თან, კონტრასტულობის კოეფიციენტი კი არის 100 000:1. ძირითადი ტექნიკური მახასიათებლებია: პროცესორი Core i7-12700H, 16 გბ მეხსიერება, 1 ტბ მოცულობის NVMe SSD, გრაფიკული პროცესორი GeForce RTX 3070 Ti (8 გბ), Samsung-ის OLED-პანელი გაფართოებით 3840 x 2160 პიქსელი, ოპერაციული სისტემა Windows 11. ინტერფეისებიდან ხელმისაწვდომია Thunderbolt 4, სამი USB 3.0, ერთი HDMI 2.1, Mini DisplayPort 1.4, UHS-II თავსებადი მოწყობილობა SD-ბარათის წაკითხვისთვის, 2,5 Gigabit Ethernet, Wi-Fi 6, Bluetooth 5.2+LE, HD-ready ვებ კამერა და ა.შ. ბატარეის მოცულობაა 99 ვტ/სთ, ავტონომიური მუშაობის დრო - 7 საათი. ლეპტოპის ზომაა 357 x 254 x 23.6 მმ, წონა - 2.3 კგ. https://tinyurl.com/3v7ejz4w Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.