Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

უახლოეს დღეებში, 26 აპრილს ჩატარდება 2022 წლის გეიმინგ-მონსტრის ონლაინ-პრეზენტაცია. ეს იქნება ჩინეთის ბაზრისთვის გამოსული Redmi k50 Gaming Edition-ის ზუსტი ასლი - POCO F4 GT. 

image.png 

მახასიათებლებს რაც შეეხება, Redmi K50 GE სმარტფონს საფუძვლად უდევს ჩიპი Qualcomm Snapdragon 8 Gen 1 - კომპანიის ბოლო ფლაგმანური პროცესორი 4-ნანომეტრიანი ტრანზისტორებით. Antutu ტესტებში სმარტფონი აგროვებს დაახლოებით 950 ათას ქულას, თუმცა ასეთი სიმძლავრის გამო პროცესორი სითბოს გამოყოფის მაღალი დონით ხასიათდება. ამ პრობლემის გადაჭრისთვის განკუთვნილია გაგრილების მოწინავე სისტემა. მეხსიერების მხრივ ვარიანტები განსხვავებული იქნება, Sony IMX 686 კამერა 64-მეგაპიქსელიანია, ბატარეის მოცულობა შეადგენს 4700 მა/სთ-ს და აქვს 120-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერა, OLED ეკრანი 6.67-დუიმიანია, კადრის განახლების სიხშირეა 120 ჰერცი. 

image.jpeg 

ღირებულებას რაც შეეხება, ჩინეთის ბაზრისთვის განკუთვნილი ვერსიის ფასი იწყება 500 აშშ დოლარიდან. წინა მოდელს თუ გავითვალისწინებთ, კონკრეტულად კი Redmi K40 GE ღირს 300 აშშ დოლარი, ამასთან წინა თაობას ჩამორჩება სამ ასპექტში: 1. პროცესორი. 2. კამერა. 3. დამუხტვის სიჩქარე. ასევე აღსანიშნავია ახალი ოდნავ თხელი ბატარეა - მოცულობით 5065 მა/სთ-ს ნაცვლად 4700 მა/სთ. პროცესორი ნაკლებად ცხელია, მისი გეიმინგ წარმადობა თავისუფლად უმკლავდებ ყველა ხელმისაწვდომ თამაშს და გააჩნია რამდენიმე წლის რეზერვი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.