Magdalena Posted April 21, 2022 Posted April 21, 2022 კრიპტო საფულეების პროვაიდერი ბირჟა Blockchain.com გეგმავს IPO-ს განხორციელებას მიმდინარე წელს. ამის შესახებ აცხადებს Bloomberg გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით. ამ ეტაპზე კომპანია საინვესტიციო ბანკებთან ერთად განიხილავს პირველადი განთავსების პროცესის ორგანიზებას. მედიის ცნობით Blockchain.com-ის შეფასებამ ბოლო საინვესტიციო რაუნდში Lightspeed Venture Partners-ისა და Baillie Gifford-ის მონაწილეობით 14 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად კონკურენტი Coinbase-ის მომსახურებით სარგებლობს 37 მილიონი მომხმარებელი მსოფლიოს 200 ქვეყნიდან. პლატფორმის დაახლოებით 82 მილიონი საფულე შეადგენს Bitcoin-ის ქსელში განხორციელებული ტრანზაქციების მესამედს. მანამდე, Blockchain.com-ის ფინანსური დირექტორი მაკრინა კიგილი არ გამორიცხავდა IPO-ზე გასვლას 2023 წელს. https://tinyurl.com/ywnfvzuw Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.