Jump to content

Recommended Posts

Posted

ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით კომპანია Samsung მალე დაიწყებს შეკვეთების მიღებას სმარტფონ Galaxy Quantum 3-ზე. მას გააჩნია შემთხვევითი რიცხვების კვანტური გენერატორი, რომელმაც უნდა გაზარდოს მოწყობილობის დაცულობის დონე. არსებული ცნობებით სმარტფონს შესაძლოა საფუძვლად დაედოს მოდელი Galaxy M53 5G. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: SamMobile 

მოწყობილობას ექნება 6.7-დუიმიანი Full HD+ ფორმატის Super AMOLED Infinity-O დისპლეი 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. ეკრანის ზედა ნაწილში არსებულ პატარა ჭრილში განთავსებულია 32-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა. 

უკანა კამერა ოთხკომპონენტიანია. ესენია 108-მეგაპიქსელიანი მთავარი ბლოკი, 8-მეგაპიქსელიანი მოდული ფართოკუთხიანი პტიკით, 2-მეგაპიქსელიანი სიღრმის სენსორი და 2-მეგაპიქსელიანი სენსორი მაკროგადაღებისთვის. 

image.jpeg 

სმარტფონში განთავსებული იქნება პროცესორი MediaTek Dimensity 900. ჩიპი შეიცავს რვა ბირთვს, მათგან ორია Cortex-A78 ბირთვი 2.4 გჰც-მდე სიხშირით და ექვსი Cortex-A55 სიხშირით 2.0 გჰც-მდე. პროცესორის შემადგენლობაში ასევე შედის გრაფიკული კონტროლერი Mali-G68 MC4 და მოდემი 5G SA/NSA. 

ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 6 ან 8 გბ, ფლეშ-მეხსიერებისა - 128 ან 256 გბ. ხელმისაწვდომია Wi-Fi 5 და Bluetooth 5.2 ადაპტერები, NFC მოდული, USB Type-C პორტი და თითის ანაბეჭდის სკანერი გვერდით ნაწილზე. კვებას უზრუნველყოფს 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.