Magdalena Posted April 18, 2022 Posted April 18, 2022 ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით კომპანია Samsung მალე დაიწყებს შეკვეთების მიღებას სმარტფონ Galaxy Quantum 3-ზე. მას გააჩნია შემთხვევითი რიცხვების კვანტური გენერატორი, რომელმაც უნდა გაზარდოს მოწყობილობის დაცულობის დონე. არსებული ცნობებით სმარტფონს შესაძლოა საფუძვლად დაედოს მოდელი Galaxy M53 5G. ფოტოს წყარო: SamMobile მოწყობილობას ექნება 6.7-დუიმიანი Full HD+ ფორმატის Super AMOLED Infinity-O დისპლეი 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. ეკრანის ზედა ნაწილში არსებულ პატარა ჭრილში განთავსებულია 32-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა. უკანა კამერა ოთხკომპონენტიანია. ესენია 108-მეგაპიქსელიანი მთავარი ბლოკი, 8-მეგაპიქსელიანი მოდული ფართოკუთხიანი ოპტიკით, 2-მეგაპიქსელიანი სიღრმის სენსორი და 2-მეგაპიქსელიანი სენსორი მაკროგადაღებისთვის. სმარტფონში განთავსებული იქნება პროცესორი MediaTek Dimensity 900. ჩიპი შეიცავს რვა ბირთვს, მათგან ორია Cortex-A78 ბირთვი 2.4 გჰც-მდე სიხშირით და ექვსი Cortex-A55 სიხშირით 2.0 გჰც-მდე. პროცესორის შემადგენლობაში ასევე შედის გრაფიკული კონტროლერი Mali-G68 MC4 და მოდემი 5G SA/NSA. ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 6 ან 8 გბ, ფლეშ-მეხსიერებისა - 128 ან 256 გბ. ხელმისაწვდომია Wi-Fi 5 და Bluetooth 5.2 ადაპტერები, NFC მოდული, USB Type-C პორტი და თითის ანაბეჭდის სკანერი გვერდით ნაწილზე. კვებას უზრუნველყოფს 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა. https://tinyurl.com/yckutpfh Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.