Jump to content

Recommended Posts

Posted

ამჟამად ეჭვი თითქმის არავის ეპარება, რომ უახლოეს დროში ბაზარზე გამოვა სამი განახლებული ვიდეო დაფა RDNA 2 არქიტექტურაზე. მთელი რიგი ინტერნეტ-მაღაზიები ვარაუდობენ, რომ RX 6950 XT დაფის ფასი ისეთივე მაღალი იქნება, როგორც Nvidia RTX 3090 Ti-ს ღირებულება. შესაძლოა, ეს არ მოხდეს RX 6750 XT-სა და RX 6650 XT მოდელების შემთხვევაში. 

მიმდინარე კვირაში RRA-ს სიაში ნახსენები იყო ახალი დაფები, რაც მეტყველებს Radeon RX 6000 სერიის განახლებული ვიდეო დაფების მალე გამოჩენაზე. ახალი დაფები დაკომპლექტებული იქნება 18 გბ/წმ სიჩქარის მქონე GDDR6 მეხსიერებით და, შესაძლოა, უფრო მაღალი ტაქტის სიხშირეებით, როგორც დროებით გადაწყვეტილებას წარმოადგენს იმ დრომდე, სანამ RDNA 3 არქიტექტურაზე დამყარებული ახალი თაობის ვიდეო დაფები გამოვა გაყიდვაში. 

ფასები დიდწილად გამოცანად რჩება, ხელმისაწვდომობასთან ერთად ამას მათი წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. 

ერთადერთი ინფორმაცია ღირებულების შესახებ არის RX 6950 XT-ის საცალო ფასი, რომელიც მოწოდებულია ცნობილ ინსაიდერ momomo_us-ის მიერ. 

image.png 

RX 6950 XT დაფის ფასი ერთ-ერთ ავსტრალიურ მაღაზიაში 3241 ავსტრალიურ დოლარს შეადგენს, რაც 2412 აშშ დოლარს შეესაბამება. ეს ფასი მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე ამავე სავაჭრო ობიექტის მიერ შემოთავაზებული RX 6900 XT-ს ღირებულება, რომელიც 1397 აშშ დოლარიდან იწყება. ფასიდან გამომდინარე ჩანს, რომ AMD აპირებს NVIDIA-სთვის კონკურენციის გაწევას ტოპ-სეგმენტში. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.