Magdalena Posted April 14, 2022 Posted April 14, 2022 Nasdaq-ის მიერ გამოკითხული ხუთასი ფინანსური მრჩევლის 71% დიდი ალბათობით ჩადებდა სამომხმარებლო თანხას კრიპტოვალუტებში შესაბამის სპოტ ETF-პროდუქტზე წვდომის არსებობის პირობებში. 26 ტრილიონი აშშ დოლარის აქტივების მქონე მრჩევლების გამოკითხვა ჩაატარა კომპანია 8 Acre Perspective-მა Nasdaq-ის სახელით. კვლევის შედეგების მიხედვით გამოკითხულთა მხოლოდ 38% არის დარწმუნებული, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისია (SEC) დაამტკიცებს სპოტ კრიპტო ETF-ს 2022 წელს. გამოკითხულთა 31% ასეთ შედეგს ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს. „ჩვენ მიერ გამოკითხული მრჩევლების დიდი უმრავლესობა გეგმავს ან დაიწყოს კრიპტოვალუტისთვის თანხების გამოყოფა, ან გაზარდოს არსებული განაწილება“, - განაცხადა Nasdaq-ის ციფრული აქტივების ინდექსების კვლევის ხელმძღვანელმა ჯეიკ რაპაპორტმა. იმ მრჩეველების 86%, რომლებიც ინვესტიციას ახორციელებენ ციფრულ აქტივებში, აპირებს გაზარდოს კრიპტოვალუტის წილის პორტფოლიოში მომდევნო 12 თვის განმავლობაში. შემცირების გეგმების შესახებ არავის უთქვამს. ამავე ჯგუფიდან გამოკითხულთა 50% უკვე იყენებს Bitcoin ფიუჩერსების ETF-ებს, ხოლო 28% გეგმავს გამოყენებას. კვლევის მიხედვით ათი მრჩევლიდან მხოლოდ ოთხმა განიხილა ინვესტიცია ცალკეულ კრიპტოვალუტებში. SEC-ს ამ დრომდე არ დაუმტკიცებია არც ერთი განაცხადი სპოტ Bitcoin-ETF-ის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ამავე დროს სააგენტომ დაუშვა პირველი კრიპტოვალუტის ფიუჩერსების ბაზაზე VanEck-ის, Valkyrie Investments-ისა და ProShares-ის მიერ ბირჟის ფონდების ამოქმედება. 2022 წლის თებერვალში კომისიის თავმჯდომარე გერი გენსლერმა სიტუაცია ახსნა სააგენტოების მიერ მიღებული განაცხადების შეუსაბამობით ფასიანი ქაღალდების თაღლითური ან მანიპულაციური პრაქტიკის აღმკვეთ კანონთან. Grayscale Investments-მა უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად დაასახელა Bitcoin-ტრასტის ETF-დ გარდაქმნა. კომპანიამ შესაბამისი განაცხადი მარეგულირებელს გაუგზავნა 2021 წლის ოქტომბერში. 2022 წლის თებერვალში SEC-მა გადაწყვეტილების მიღება გადადო. კომპანიამ დაუშვა, რომ კომისიამ დაარღვია კანონი Bitcoin-ის ფიუჩერსების ETF-ების დამტკიცებისას და გამოაცხადა მზადყოფნა უჩივლოს სააგენტოს GBTC-ის ETF-ად გადაქცევაზე უარის თქმის შემთხვევაში. Bloomberg-ის ანალიტიკოსების აზრით SEC სპოტ Bitcoin-ETF-ს 2023 წლის შუა რიცხვებში დაამტკიცებს. https://tinyurl.com/4vmdp9np Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.