Jump to content

Recommended Posts

Posted

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში პირველად გამოჩნდა დეტალები Snapdragon 7 Gen 1 ჩიპსეტის შესახებ და ცნობილი გახდა, რომ მას ექნება ARM V9 არქიტექტურა, მაგრამ Cortex-X2 ბირთვების გარეშე. ახალი ცნობები კიდევ უფრო მეტ დეტალს ავლენს ჩიპსეტის შესახებ. 

image.jpeg 

როგორც Digital Chat Station აცხადებს, ჩიპსეტ Snapdragon 7 Gen 1-ში გამოყენებული იქნება ოთხი ბირთვი Cortex-A710 სიხშირით 2.36 გჰც და ოთხი ბირთვი Cortex-A510 ტაქტის სიხშირით 1.8 გჰც. თუმცა, სავარაუდოდ, სიხშირეების ეს მაჩვენებლები საბოლოო არ არის, რადგან ჩიპსეტი ჯერ კიდევ ტესტირების სტადიაში იმყოფება. 

image.png 

ინსაიდერს დაზუსტებით არ შეუძლია თქვას, ვინ აწარმოებს Snapdragon 7 Gen 1-ს. ამჟამად არსებული მონაცემები ეყრდნობა Samsung-ის მიერ წარმოებულ ჩიპსეტს და სავარაუდოდ იმავე 4-ნანომეტრიან ტექნოპროცესს, რომელიც საფუძვლად უდევს Exynos 2200-სა და Snapdragon 8 Gen 1-ს. ამჟამად ცნობილია, რომ ეს ტექნოპროცესი უარესია TSMC-ის ანალოგთან შედარებით, რომელიც გამოყენებულია Dimensity 9000-ის წარმოებისას, იგი ასევე ჩამოუვარდება ტაივანური კომპანიის 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესსაც კი, როგორც Dimensity 8100-ის მაგალითზე ჩანს. 

ჩიპსეტ Snapdragon 7 Gen 1-ის გამოსვლის თარიღი ამჟამად უცნობია, თუმცა ზოგიერთი ცნობით, ეს შეიძლება მოხდეს მაისში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.