Magdalena Posted April 9, 2022 Posted April 9, 2022 რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში პირველად გამოჩნდა დეტალები Snapdragon 7 Gen 1 ჩიპსეტის შესახებ და ცნობილი გახდა, რომ მას ექნება ARM V9 არქიტექტურა, მაგრამ Cortex-X2 ბირთვების გარეშე. ახალი ცნობები კიდევ უფრო მეტ დეტალს ავლენს ჩიპსეტის შესახებ. როგორც Digital Chat Station აცხადებს, ჩიპსეტ Snapdragon 7 Gen 1-ში გამოყენებული იქნება ოთხი ბირთვი Cortex-A710 სიხშირით 2.36 გჰც და ოთხი ბირთვი Cortex-A510 ტაქტის სიხშირით 1.8 გჰც. თუმცა, სავარაუდოდ, სიხშირეების ეს მაჩვენებლები საბოლოო არ არის, რადგან ჩიპსეტი ჯერ კიდევ ტესტირების სტადიაში იმყოფება. ინსაიდერს დაზუსტებით არ შეუძლია თქვას, ვინ აწარმოებს Snapdragon 7 Gen 1-ს. ამჟამად არსებული მონაცემები ეყრდნობა Samsung-ის მიერ წარმოებულ ჩიპსეტს და სავარაუდოდ იმავე 4-ნანომეტრიან ტექნოპროცესს, რომელიც საფუძვლად უდევს Exynos 2200-სა და Snapdragon 8 Gen 1-ს. ამჟამად ცნობილია, რომ ეს ტექნოპროცესი უარესია TSMC-ის ანალოგთან შედარებით, რომელიც გამოყენებულია Dimensity 9000-ის წარმოებისას, იგი ასევე ჩამოუვარდება ტაივანური კომპანიის 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესსაც კი, როგორც Dimensity 8100-ის მაგალითზე ჩანს. ჩიპსეტ Snapdragon 7 Gen 1-ის გამოსვლის თარიღი ამჟამად უცნობია, თუმცა ზოგიერთი ცნობით, ეს შეიძლება მოხდეს მაისში. https://tinyurl.com/2kzbm46p Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.