Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია AMD-მ განაცხადა, რომ დაიწყო გასულ თვეში წარდგენილი ახალი Ryzen 5000 და Ryzen 4000 სერიების შვიდდან ექვსი მოდელის გაყიდვა. 96 გბ 3D V-Cache-ის მქონე რვაბირთვიანი და 16-ნაკადიანი Ryzen 7 5800X3D ჩიპის გაყიდვა კი ოდნავ მოგვიანებით - 20 აპრილს დაიწყება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

გაყიდვაში უკვე გამოვიდა 8-ბირთვიანი და 16-ნაკადიანი Ryzen 7 5700X ფასით 299 აშშ დოლარი, 6-ბირთვიანი/12-ნაკადიანი Ryzen 5 5600 და Ryzen 5 5500 მოდელეი ფასი 199 და 159 აშშ დოლარი, შესაბამისად. აღვნიშნავთ, რომ Ryzen 5 5600 ფაქტობრივად შესაძლოა Ryzen 5 5600X მოდელის „მკვლელი“ აღმოჩნდეს და მის გაყიდვას ეჭვქვეშ აყენებს. ეს ჩიპიც და უფრო ხელმისაწვდომი Ryzen 5 5500 მოდელიც კარგი ვარიანტებია გასული თაობის საბაზისო დონის ჩიპების მქონე სისტემების განახლებისთვის. 

image.jpeg 

გაყიდვაში ასევე გამოვიდა Ryzen 4000 Renoir სერიის სამი ენერგოეფექტური პროცესორი Zen 2 არქიტექტურით. 6-ბირთვიანი/12-ნაკადიანი Ryzen 5 4600G და Ryzen 5 4500 ჩიპების სარეკომენდაციო ფასებია 154 და 129 აშშ დოლარი შესაბამისად. მოდელი Ryzen 3 4100 კი შეფასებულია 99 აშშ დოლარად. 

ყველა ახალი პროცესორი უკვე წარმოდგენილია მსხვილი დასავლური რითეილერების ასორტიმენტში.  

  • Upvote 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.