Magdalena Posted April 8, 2022 Posted April 8, 2022 კომპანია AMD-მ განაცხადა, რომ დაიწყო გასულ თვეში წარდგენილი ახალი Ryzen 5000 და Ryzen 4000 სერიების შვიდიდან ექვსი მოდელის გაყიდვა. 96 გბ 3D V-Cache-ის მქონე რვაბირთვიანი და 16-ნაკადიანი Ryzen 7 5800X3D ჩიპის გაყიდვა კი ოდნავ მოგვიანებით - 20 აპრილს დაიწყება. ფოტოს წყარო: AMD გაყიდვაში უკვე გამოვიდა 8-ბირთვიანი და 16-ნაკადიანი Ryzen 7 5700X ფასით 299 აშშ დოლარი, 6-ბირთვიანი/12-ნაკადიანი Ryzen 5 5600 და Ryzen 5 5500 მოდელები ფასით 199 და 159 აშშ დოლარი, შესაბამისად. აღვნიშნავთ, რომ Ryzen 5 5600 ფაქტობრივად შესაძლოა Ryzen 5 5600X მოდელის „მკვლელი“ აღმოჩნდეს და მის გაყიდვას ეჭვქვეშ აყენებს. ეს ჩიპიც და უფრო ხელმისაწვდომი Ryzen 5 5500 მოდელიც კარგი ვარიანტებია გასული თაობის საბაზისო დონის ჩიპების მქონე სისტემების განახლებისთვის. გაყიდვაში ასევე გამოვიდა Ryzen 4000 Renoir სერიის სამი ენერგოეფექტური პროცესორი Zen 2 არქიტექტურით. 6-ბირთვიანი/12-ნაკადიანი Ryzen 5 4600G და Ryzen 5 4500 ჩიპების სარეკომენდაციო ფასებია 154 და 129 აშშ დოლარი შესაბამისად. მოდელი Ryzen 3 4100 კი შეფასებულია 99 აშშ დოლარად. ყველა ახალი პროცესორი უკვე წარმოდგენილია მსხვილი დასავლური რითეილერების ასორტიმენტში. https://tinyurl.com/yckmszu6 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.