Magdalena Posted April 7, 2022 Posted April 7, 2022 ბრენდი POCO ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა მსოფლიოში, რაც უკავშირდება სმარტფონების მახასიათებლების შეთავსებას საკმაოდ დემოკრატიულ ფასთან. ბრენდი უშვებს როგორც მაღალი კლასის, ისე დაბალბიუჯეტურ სმარტფონებს. დაბალფასიანი მოდელები წარმოდგენილია POCO C სერიაში, რომელთაგან ბოლოა მოდელი C3. თუმცა, როგორც ჩანს, კომპანია ემზადება მორიგი მოწყობილობის გამოშვებისთვის, რომლის სახელწოდება იქნება C4. ეს ინფორმაცია ემყარება FCC-ის მონაცემთა ბაზაში აღმოჩენილ მოდელ POCO 220333QPG-ის მახასიათებლებს. ჩანს, რომ სმარტფონს მხოლოდ 4G/LTE ქსელების მხარდაჭერა აქვს და მუშაობს MIUI 13-ზე. ახალი მოწყობილობის სხვა მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია. თუკი C3 მოდელის შემცვლელი სმარტფონი გამოვა, არაოფიციალური ცნობებით იგი გახდება Redmi 10C-ს რებრენდინგი. შეგახსენებთ, რომ Redmi 10C ცოტა ხნის წინ გამოვიდა და აქვს 6.71-დუიმიანი HD დისპლეი, ჩიპსეტი Snapdragon 680, 50-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა და 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 18-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. იგი მუშაობს MIUI 13-ზე, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ Android 11-ის ბაზაზე. https://tinyurl.com/2p95rz2t
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now