Jump to content

Recommended Posts

Posted

poco_c3_render_1_1198x675.jpg

ბრენდი POCO ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა მსოფლიოში, რაც უკავშირდება სმარტფონების მახასიათებლების შეთავსებას საკმაოდ დემოკრატიულ ფასთან. ბრენდი უშვებს როგორც მაღალი კლასის, ისე დაბალბიუჯეტურ სმარტფონებს. დაბალფასიანი მოდელები წარმოდგენილია POCO C სერიაში, რომელთაგან ბოლოა მოდელი C3. თუმცა, როგორც ჩანს, კომპანია ემზადება მორიგი მოწყობილობის გამოშვებისთვის, რომლის სახელწოდება იქნება C4. 

image.png 

ეს ინფორმაცია ემყარება FCC-ის მონაცემთა ბაზაში აღმოჩენილ მოდელ POCO 220333QPG-ს მახასიათებლებს. ჩანს, რომ სმარტფონს მხოლოდ 4G/LTE ქსელების მხარდაჭერა აქვს და მუშაობს MIUI 13-ზე. ახალი მოწყობილობის სხვა მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია. 

image.png 

თუკი C3 მოდელის შემცვლელი სმარტფონი გამოვა, არაოფიციალური ცნობებით იგი გახდება Redmi 10C-ს რებრენდინგი. შეგახსენებთ, რომ Redmi 10C ცოტა ხნის წინ გამოვიდა და აქვს 6.71-დუიმიანი HD დისპლეი, ჩიპსეტი Snapdragon 680, 50-მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა და 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა 18-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. იგი მუშაობს MIUI 13-ზე, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ Android 11-ის ბაზაზე. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.