Jump to content

Recommended Posts

Posted

Intel-მა ოფიციალურად წარადგინა Blockscale ASIC, სპეციალიზებული ჩიპი Bitcoin-ის და სხვა მსგავსი კრიპტოვალუტების მაინინგისთვის SHA-256 კრიპტო ალგორითმის საფუძველზე. ახალი პროდუქტი გვთავაზობს ენერგოეფექტურობის მაღალ დონეს წარმადობის მეტად მაღალი დონის პირობებში. 

image.jpeg 

ჩიპი Intel Blockscale ASIC უზრუნველყოფს 580 GHash/s წარმადობას. ენერგომოხმარების დონის დიაპაზონია 4.8-დან 22.8 ვატამდე. ენერგოეფეტურობის მაჩვენებელია 26 ჯოული/ტერაჰეშზე. ახალი ჩიპი ძალიან კომპაქტურია, შეფუთვაში მისი ზომა მხოლოდ 7 × 7.5 მილიმეტრს შეადგენს. 

ერთ მაინერში შესაძლებელია გაერთიანდეს 256-მდე Blockscale ჩიპი, რაც უზრუნველყოფს მთლიანი სისტემის წარმადობას 148 THash/s დონეზე 3860 ვატი ენერგომოხმარების პირობებში. შედარებისთვის, ბაზრის ლიდერი კომპანია Bitmain-ის ფლაგმანური მაინინგ-სისტემა უზრუნველყოფს 140 THash/s წარმადობას 3010 ვატის მოხმარებისას. გამოდის, რომ Intel-ის პროდუქტის ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი უარესია. 

image.jpeg 

„გამოთვლების ახალი ეპოქის მხარდაჭერის მიზნით Intel გთავაზობთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უზურნველყოფს ჰეშრეითსა და ენერგოეფექტურობის ოპტიმალურ ბალანსს მომხმარებლის საოპერაციო გარემოს მიუხედავად. კრიპტო სფეროში Intel-ის ათწლიან კვლევებ, ჰეშირების ტექნიკისა და ულტრა დაბალი ოპერაციული ძაბვის მქონე ჩიპების შემუშავება ბლოკჩეინ-აპლიკაციებს საშუალებას აძლევს განახორციელონ გამომთვლელი სიმძლავრის მასშტაბირება გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე“ - განაცხადა Intel-ის Custom Computing Solutions-ის გენერალურმა მენეჯერმა Balaji Kanigicherla-მ. 

მომხმარებლებისთვის Intel Blockscale ASIC-ის მიწოდება მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დაიწყება. ამასთან, Intel განახორციელებს კონკრეტულად ჩიპების მიწოდებას, მათ საფუძველზე სისტემებს კი აწარმოებენ სხვა კომპანიები. Argo Blockchain, Block, Hive Blockchain Technologies და GRIID Infrastructure იქნებიან ერთ-ერთი პირველი კომპანიები, რომლებიც მიიღებენ სისტემებს Intel ASIC-ის ბაზაზე. 2023 წელს და მის შემდგომ პერიოდში Intel სხვა მომხმარებელსაც შესთავაზებს საკუთარ ASIC-ს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.