Magdalena Posted April 5, 2022 Posted April 5, 2022 Xiaomi-ს გეიმინგ განყოფილებამ დააანონსა სმარტფონები Black Shark 5, 5 Pro და 5 RS. სამივე მოდელში შენარჩუნებულია საფირმო დიზაინი, მოწყობილობებს აქვთ მძლავრი Snapdragon ჩიპები გაგრილებით, 144-ჰერციანი დისპლეები, აგრეთვე 120-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერა. Black Shark 5 Pro. ფოტოს წყარო: blackshark.com/cn ყველაზე საინტერესო დისპლეი აქვს ტოპ ვერსია Black Shark 5 Pro-ს - ეს არის 6.67-დუიმიანი OLED პანელი გაფართოებით 2400×1080 პიქსელი და კადრის განახლების სიხშირით 60/90/120/144 ჰერცი, მხარდაჭერილია HDR10+ და SGS სერტიფიკატი. Black Shark 5 და Black Shark 5 RS მოდელებს აქვთ შედარებით უბრალო დისპლეი Samsung E4 AMOLED, ხოლო ზომა, გაფართოება და კადრის განახლების სიხშირე უფროსი მოდელის იდენტურია. Black Shark 5 Pro სმარტფონი Black Shark 5 Pro მუშაობს პროცესორ Snapdragon 8 Gen1-ზე, აქვს LPDDR5 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება, მუდმივი მეხსიერების ფუნქციას კი ასრულებს მაღალი წარმადობის ჰიბრიდული ქვესისტემა UFS 3.1 + SSD. ასეთივე სისტემაა გამოყენებული Black Shark 5 RS მოდელში, რომელსაც აქვს LPDDR5 მეხსიერება და პროცესორი Snapdragon 888 (8+256 გბ კონფიგურაციაში) ან Snapdragon 888+ (12+256 გბ ვერსიაში). Black Shark 5 წარმოდგენილია ჩიპით Snapdragon 870, LPDDR5 მეხსიერებითა და UFS 3.1 მონაცემთა სანახი სივრცით. Black Shark 5 მაღალი წარმადობის Black Shark 5 Pro და RS მოდელებს თხევადი გაგრილების სისტემა აქვთ - ორი კომპონენტი განთავსებულია დედა დაფის ორივე მხარეს, ჯამური ფართობია 5320 მმ², მაქსიმალური ეფექტურობა კი უზრუნველყოფილია სპილენძის ბლოკის პირდაპირი კონტაქტით. სმარტფონის სამივე ვერსიაში მხარდაჭერილია 120-ვატიანი დამუხტვა; Black Shark 5 RS მოდელის ბატარეის მოცულობაა 4500 მა/სთ, Black Shark 5/Pro-ს კი აქვს 4650 მა/სთ მოცულობის ბატარეა. Black Shark 5 Black Shark 5 Pro-ს უკანა პანელზე განთავსებულია სამი კამერა: ძირითადი 108-მეგაპიქსელიანი, 13-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხიანი მოდული და 5-მეგაპიქსელიანი კამერა მაკროგადაღებისთვის, ასევე ხელმისაწვდომია 16-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა. Black Shark 5-ის შემთხვევაში კამერების კონფიგურაციაა 64/13/2-მეგაპიქსელიანი მოდულები უკანა პანელზე და 16-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა, Black Shark 5 RS სმარტფონს კი აქვს 64/8/5 მპ უკანა კამერები და 20-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა. Black Shark 5 RS სმარტფონები განსხვავდება ფერებითაც: Black Shark 5 Pro შემოთავაზებულია შემდეგ ვარიანტებად: meteorite black (შავი), changing white (თეთრი) და China Aerospace; Black Shark 5 გამოვა შემდეგ ვერსიებად: dark universe black (შავი), dawn white (თეთრი), exploration gray (ნაცრისფერი) და China Aerospace; Black Shark 5 RS-ის ფერებია skydome black (შავი) და flare star yellow (ყვითელი). და ბოლოს ფასები: Black Shark 5 Pro ხელმისაწვდომია 8+256, 12+256 და 16+512 გბ კონფიგურაციებში და ღირს 660, 739 და 864 აშშ დოლარი, შესაბამისად. აგრეთვე გამოვა სპეციალური ვერსია China Space Edition Supreme Package, რომლის ფასი იქნება 943 აშშ დოლარი; Black Shark 5-ის ყიდვა შესაძლებელია 8+128, 12+128 და 12+256 გბ ვერსიებად, რომელთა ღირებულებაა 440, 471 და 518 აშშ დოლარი, მისი სპეციალური გამოშვება China Aerospace-ის ფასი კი 550 აშშ დოლარია. და ბოლოს, Black Shark RS გამოვა 8+256 გბ ვერსიაში ჩიპით Snapdragon 888 - მისი ფასი შეადგენს 518 აშშ დოლარს, ხოლო 12+256 გბ ვერსია ჩიპით Snapdragon 888+ შეფასებულია 597 აშშ დოლარად. ყველა მოდელი უკვე გაყიდვაშია. https://tinyurl.com/mvhbzavx Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.