Magdalena Posted March 31, 2022 Posted March 31, 2022 კომპანია Intel-მა ოფიციალურად წარადგინა ახალი ფლაგმანური ჩიპი Core i9-12900KS. კომპანია მას „მსოფლიოში ყველაზე სწრაფ პროცესორს“ უწოდებს. იგი იწარმოება Alder Lake-ის რჩეული კრისტალების ბაზაზე და უზრუნველყოფს ავტომატური აჩქარების მაღალ დონეს Core i9-12900K მოდელთან შედარებით. ტექნოლოგია Thermal Velocity Boost-ისა და Intel Adaptive Boost Technology-ს წყალობით Core i9-12900KS მოდელისთვის ხელმისაწვდომია ავტომატური აჩქარება 5.5 გჰც-მდე. ფოტოს წყარო: Intel Core i9-12900KS ჩიპის შემადგენლობაში შედის რვა მაღალი წარმადობის P-ბირთვი და რვა ენერგოეფექტური E-ბირთვი 24 ვირტუალური ნაკადის დამუშავების მხარდაჭერით. P-ბირთვების სიხშირე შეადგენს 3.4 გჰც-ს. პროცესორის ერთ ბირთვს შეუძლია ავტომატური აჩქარება 5.5 გჰც-მდე. ამასთან, ყველა P-ბირთვის ავტომატური აჩქარების დონე 5.2 გიგაჰერცია. ენერგოეფექტური ბირთვები მუშაობს 2.5-დან 4.0 გჰც-მდე დიაპაზონში. Core i9-12900KS მოდელში ხელმისაწვდომია 14 მბ L2 და 30 მბ L3 ქეშ-მეხსიერება. PBP (PL1) და MTP (PL2) ენერგომოხმარების მაჩვენებლები შეადგენს 150 და 241 ვატს, შესაბამისად. პროცესორს აქვს ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი Intel UHD Graphics 770. Alder Lake სერიის სხვა მოდელების მსგავსად Core i9-12900KS-ში მხარდაჭერილია DDR5-4800 და DDR4-3200 სტანდარტების ოპერატიული მეხსიერება, აგრეთვე ინტერფეისები PCIe 5.0 და PCIe 4.0. ფოტოს წყარო: VideoCardz პროცესორი Core i9-12900KS 5 აპრილიდან გაიყიდება, მისი სარეკომენდაციო ფასი 739 აშშ დოლარს შეადგენს. https://tinyurl.com/u3ysmw5h Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.