Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

AMD Ryzen პროცესორების შემდეგ სერიაში მოსალოდნელია TDP-ის დონის მატება - მიიჩნევენ ინსაიდერები. ერთ-ერთმა ცნობილმა ინფორმატორმა @greymon55 დააზუსტა, რომ Ryzen 7000 სერიაში იგეგმება მოდელები TDP-ის 65, 105 და 170 ვატი დონით, ამასთან ეს ყველაფერი წარმოდგენილი იქნება ზედა სეგმენტში - Ryzen 9 სერიის 12- და 16-ბირთვიან მოდელებში. 

image.png 

წყარო: Twitter @greymon55 

გავრცელებული ცნობების თანახმად უფროსი მოდელი, რომელსაც აქვს 16 ბირთვი და დამყარებულია Zen 4 არქიტექტურაზე, მიიღებს 170-ვატიან TDP-ის დონეს, 12-ბირთვიანი მოდელი კი - 105-ვატიანს. ესენი იქნება X კლასის მოდელები ოვერქლოქინგის მხარდაჭერით. აჩქარების შესაძლებლობის გარეშე არსებული ანალოგიური მოდელები ოპტიმიზებული იქნება უფრო დაბალ სიხშირეებზე მუშაობისთვის 65 ვატის ფარგლებში. მომდევნო სერიაზე გადასვლისას TDP-ის დონის ასეთი მატება შესაძლოა აიხსნას სამუშაო სიხშირეების მნიშვნელოვანი ზრდით, AMD-მ უკვე გვიჩვენა, რომ ახალ პროცესორებს შეუძლია ყველა ბირთვზე 5 გჰც-ის შენარჩუნება. TDP-ის დონის გაზრდაში მცირე წვლილს ასევე შეიტანს ინტეგრირებული გრაფიკა. მიიჩნევა, რომ Ryzen 7000 სერიის პროცესორების უმეტესობას ექნება ვიდეობირთვი RDNA 2 არქიტექტურის ბაზაზე. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.