Magdalena Posted March 26, 2022 Posted March 26, 2022 AMD Ryzen პროცესორების შემდეგ სერიაში მოსალოდნელია TDP-ის დონის მატება - მიიჩნევენ ინსაიდერები. ერთ-ერთმა ცნობილმა ინფორმატორმა @greymon55 დააზუსტა, რომ Ryzen 7000 სერიაში იგეგმება მოდელები TDP-ის 65, 105 და 170 ვატი დონით, ამასთან ეს ყველაფერი წარმოდგენილი იქნება ზედა სეგმენტში - Ryzen 9 სერიის 12- და 16-ბირთვიან მოდელებში. წყარო: Twitter @greymon55 გავრცელებული ცნობების თანახმად უფროსი მოდელი, რომელსაც აქვს 16 ბირთვი და დამყარებულია Zen 4 არქიტექტურაზე, მიიღებს 170-ვატიან TDP-ის დონეს, 12-ბირთვიანი მოდელი კი - 105-ვატიანს. ესენი იქნება X კლასის მოდელები ოვერქლოქინგის მხარდაჭერით. აჩქარების შესაძლებლობის გარეშე არსებული ანალოგიური მოდელები ოპტიმიზებული იქნება უფრო დაბალ სიხშირეებზე მუშაობისთვის 65 ვატის ფარგლებში. მომდევნო სერიაზე გადასვლისას TDP-ის დონის ასეთი მატება შესაძლოა აიხსნას სამუშაო სიხშირეების მნიშვნელოვანი ზრდით, AMD-მ უკვე გვიჩვენა, რომ ახალ პროცესორებს შეუძლია ყველა ბირთვზე 5 გჰც-ის შენარჩუნება. TDP-ის დონის გაზრდაში მცირე წვლილს ასევე შეიტანს ინტეგრირებული გრაფიკა. მიიჩნევა, რომ Ryzen 7000 სერიის პროცესორების უმეტესობას ექნება ვიდეობირთვი RDNA 2 არქიტექტურის ბაზაზე. https://tinyurl.com/mre57w8b Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.