Magdalena Posted March 24, 2022 Posted March 24, 2022 კომპანია AMD-მ წარადგინა Instinct MI210 ამაჩქარებელი, რომელიც შექმნილია მაღალი ხარისხის გამოთვლით სისტემებში გამოსაყენებლად. სიახლე აღჭურვილია ერთი GPU-ით, რომელიც პირველ რიგში განსხვავდება ადრე წარმოდგენილი ფლაგმანური Instinct MI250-ისა და MI250X-ისგან. Instinct MI210 დაფუძნებულია CDNA 2 არქიტექტურის მქონე გრაფიკულ პროცესორზე, რომელიც Radeon ვიდეო დაფებში გეიმინგ RDNA 2-ისგან განსხვავებით გამიზნულია კონკრეტულად გამოთვლებზე. გამოყენებულია ჩიპი 104 გამომთვლელი ბლოკით, რომლებიც ფლობენ 6656 ნაკადურ პროცესორს. ჩიპის ერთ ფირფიტაზე განთავსებულია 64 გბ HBM2E მეხსიერება 4096-ბიტიანი ინტერფეისით და ECC მხარდაჭერით. მეხსიერების სიჩქარე 1.6 ტბ/წმ-ის ტოლია. ამაჩქარებელი დამზადებულია გაფართოების ბარათის ფორმატში PCIe 4.0 ინტერფეისით. დაფას აქვს ინტერფეისი Infinity Fabric ორი ან ოთხი დაფის გაერთიანებისთვის ერთი სისტემის ფარგლებში. Instinct MI210-ში დამატებითი კვებისთვის მოცემულია მხოლოდ ერთი 8-პინიანი კონექტორი, რომელიც მოიხმარს არაუმეტეს 225 ვატს. ამასთან TDP-ის დონე 300 ვატს შეადგენს. დაფას გააჩნია პასიური რადიატორი, რომლიც მეშვეობით სერვერის ქულერებმა ჰაერი უნდა გაატარონ. რაც შეეხება წარმადობას, AMD-ს განცხადებით Instinct MI210-ს მეტად მაღალი მაჩვენებლები აქვს. FP 32 და FP64 ვექტორულ ოპერაციებში სიჩქარე აღწევს 22.6 Tflops-ს, მატრიცულ FP32 და FP64 ოპერაციებში - 45.3 Tflops-ს. FP16 და bfloat16 ოპერაციებში წარმადობის დონე აღწევს 181 Tflops-ს, INT8-ში - 181-ს. AMD ასევე აცხადებს, რომ MI210 მნიშვნელოვნად აღემატება პირდაპირ კონკურენტ NVIDIA A100 40GB-ს მაღალი წარმადობის გამოთვლებში. AMD-მ განაცხადა, რომ Instinct MI210 ამაჩქარებლები უახლოეს თვეებში გამოჩნდება შემდეგი კომპანიების სისტემებში - ASUS, Colfax, Dell, Exxact, Gigabyte, HPE, KOI, Lenovo, Nor-Tech Supermicro და Penguin. https://tinyurl.com/5n8w2da2 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.