Magdalena Posted March 21, 2022 Posted March 21, 2022 კომპანია Dell-მა დააანონსა გეიმინგ მონიტორი G2723HN Fast IPS მატრიცით, რომლის ზომა დიაგონალზე 27 დუიმია. პანელის გაფართოებაა Full HD - 1920 × 1080 პიქსელი. ფოტოს წყარო: Dell მოწყობილობაში რეალიზებულია ტექნოლოგია AMD FreeSync Premium, რომელიც განკუთვნილია გამოსახულების დინამიურობის დონის ამაღლებისა და კადრის დამახინჯების მოგვარებისთვის. გარდა ამისა, მონიტორი თავსებადია ტექნოლოგია NVIDIA G-Sync-თან. კადრის განახლების სიხშირე აღწევს 165 ჰერცს, რეაქციის დრო - 1 მილიწამს (GtG). უზრუნველყოფილია 99%-იანი sRGB ფერთა გამა. სიკაშკაშე აღწევს 350 ნიტს, კონტრასტულობის მაჩვენებელია 1000:1. Dell ComfortView Plus ტექნოლოგიების ნაკრები ხელს უწყობს თვალებზე დატვირთვის შემცირებას ხანგრძლივი გეიმინგ პროცესის დროს. გათვალისწინებულია სპეციალური გეიმერული რეჟიმების ნაკრები - სპორტული სიმულატორებისთვის, შუთერებისა და როლური თამაშებისთვის. აღჭურვილობაში შედის ინტერფეისი DisplayPort 1.2, ორი პორტი HDMI 2.0 და სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. მონიტორის ზომაა 611.6 × 183.19 × 454.08 მმ, წონა - 8.42 კგ. ამჟამად მონიტორის საორიენტაციო ფასი შეადგენს 300 აშშ დოლარს. https://tinyurl.com/bdds9caa Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.