Magdalena Posted March 19, 2022 Posted March 19, 2022 ციფრული აქტივები და ბლოკჩეინი რევოლუციას მოახდენს ფინანსურ სისტემაში. ამის შესახებ PayPal-ის ხელმძღვანელმა დენ შულმანმა Axis Tel Aviv 2022 ღონისძიების ფარგლებში განაცხადა, წერს CTech. „ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს კრიპტოვალუტების ყიდვა/გაყიდვაზე და იმაზე, თუ რა იქნება Bitcoin-ის ფასი ხვალ. [...] ჩემთვის ციფრული ვალუტები არის აქტივების კლასი […] ეს არის მათი სარგებლიანობა გადახდებში“, - განაცხადა ტოპ მენეჯერმა. შულმანი სამომავლო ფინანსურ სისტემას ხედავს, როგორც CBDC-ების, Stablecoin-ების, ციფრული საფულეების და კრიპტოვალუტების გადაკვეთას. შეგახსენებთ, რომ თებერვალში PayPal-მა კრიპტოვალუტების საკონსულტაციო საბჭო ჩამოაყალიბა. ადრე კომპანიამ დაუშვა Bitcoin-ის და რამდენიმე სხვა კრიპტოვალუტის ყიდვა/გაყიდვის შესაძლებლობა ამერიკელი მომხმარებლებისთვის. 2021 წლის აპრილში PayPal-ის მფლობელობაში არსებულმა მობილური გადახდების სერვისმა Venmo-მ გამოუშვა მსგავსი სერვისი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია განიხილავს გეგმებს - გამოუშვას საკუთარი Stablecoin, ასევე კრიპტო საფულე. https://tinyurl.com/2p9avsah Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.