Magdalena Posted March 18, 2022 Posted March 18, 2022 გასული წლის დეკემბერში ჩინეთში შედგა სმარტფონების, Xiaomi 12-ისა და Xiaomi 12 Pro-ს, აგრეთვე Xiaomi 12X-ის დებიუტი. ამჯერად გაიმართა ამ მოწყობილობების პრეზენტაცია საერთაშორისო ბაზარზე: სმარტფონები ხელმისაწვდომი იქნება ევროპაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკასა და სხვა რეგიონებში. ფოტოს წყარო: Xiaomi უფროს მოდელ Xiaomi 12 Pro-ს აქვს პროცესორი Snapdragon 8 Gen 1 და 6.73-დუიმიანი ეკრანი გაფართოებით 3200 × 1440 პიქსელი. წინა მხარეს განთავსებულია 32-მეგაპიქსელიანი კამერა, უკან - სამი მოდული 50 მპ გაფართოებით. კვებას უზრუნველყოფს 4600 მა/სთ მოცულობის ბატარეა სწრაფი 120-ვატიანი და უსადენო 50-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით. სმარტფონის ფასი იქნება 1000 $/1000 ევროდან - ეს არის ვერსია 8 გბ ოპერატიული და 256 გბ ფლეშ მეხსიერებით. ერთი დონით ქვემოთ პოზიციონირებს Xiaomi 12. მას აქვს ჩიპი Snapdragon 8 Gen 1 და 6.28-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით 2400 × 1080 პიქსელი. სელფი-კამერა 32-მეგაპიქსელიანია, უკანა სამმოდულიან კამერაში მოცემულია 50, 13 და 5-მეგაპიქსელიანი სენსორები. 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეას აქვს 67-ვატიანი სადენიანი და 50-ვატიანი უსადენო დამუხტვის მხარდაჭერა. 8/128 გბ მეხსიერების მქონე მოდელის ფასი იწყება 750 $/800 ევროდან. და ბოლოს, მოდელ Xiaomi 12X-ს აქვს პროცესორი Snapdragon 870 და 6.28-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით 2400 × 1080 პიქსელი. კამერების სისტემა Xiaomi 12-ის მსგავსია. 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეას აქვს 67-ვატიანი დამუხტვა. 8/128 გბ მეხსიერების მქონე მოდიფიკაციის ფასი იწყება 650 $/700 ევროდან. https://tinyurl.com/4de6c3d5 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.