Magdalena Posted March 17, 2022 Posted March 17, 2022 იაპონური კომპანია LG Electronics მარტის ბოლოს გამოუშვებს სამ ბიზნეს-ლეპტოპს თხელი და მსუბუქი მობილური კომპიუტერების სერიაში „LG gram“: ესენია 14-დუიმიანი 14Z95P-NP56J და 14Z95P-NP53J, აგრეთვე 17-დუიმიანი 17Z95P-NP56J. მოსალოდნელი ფასები შეადგენს დაახლოებით 1600, 1500 და 1800 აშშ დოლარს, შესაბამისად. 14Z95P-NP56J - ეს არის მსუბუქი ლეპტოპი პროცესორით Core i5-1155G7, IPS პანელითა და 99%-იანი DCI-P3 ფერთა გამით. ბატარეაში გამოყენებულია მაღალი გამტარობის ნახშირბადის ნანომილები, რაც უზრუნველყოფს სწრაფ დამუხტვას და ხანგრძლივ ქმედითუნარიანობას. 14Z95P-NP56J მოდელის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლებია: 16 გბ ოპერატიული მეხსიერება, 256 გბ NVMe SSD, 14-დუიმიანი პრიალა IPS LCD დისპლეი გაფართოებით 1920 x 1200, ოპერაციული სისტემა Windows 10 Pro. 14Z95P-NP53J მოდელს აქვს 8 გბ მეხსიერება, 256 NVMe SSD, 14-დუიმიანი 1920 x 1200 გაფართოების მქონე IPS LCD პრიალა დისპლეი, Windows 10 Pro. 17Z95P-NP56J მოდელს რაც შეეხება, მას აქვს 16 გბ მეხსიერება, 512 გბ NVMe SSD, 17-დუიმიანი პრიალა IPS LCD ეკრანი გაფართოებით 2560 x 1 600 პიქსელი, ოპერაციული სისტემა Windows 10 Pro. მოწყობილობებს აქვთ ორი Thunderbolt 4, ორი USB 3.1, HDMI, Wi-Fi 6, Bluetooth 5.1, HDMI, ვებ-კამერა 720p, microSD სლოტი და აუდიოკონექტორი. 14-დუიმიანი მოდელის ზომაა 313.4 x 215.2 x 16.8 მმ და იწონის დაახლოებით 999 გრამს, 17-დუიმიანი მოდელის ზომები კი შეადგენს 380.2 x 260.1 x 17.8 მმ-ს, წონა - დაახლოებით 1350 გრამს. https://tinyurl.com/5xhdbdn7 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.