Jump to content

Recommended Posts

Posted

Samsung Galaxy S22 სერიის ფლაგმანური სმარტფონების დიდი გამოფენიდან ერთი თვის შემდეგ სამხრეთკორეული გიგანტი მზად არის მოაწყოს თავისი შემდეგი დიდი ღონისძიება საშუალო დონის მოწყობილობების განახლებული ხაზის წარსადგენად. Galaxy A სერიის მოწყობილობებისადმი მიძღვნილი ღონისძიება 17 მარტს გაიმართება, ნათქვამია Samsung Electronics-ის ოფიციალურ განცხადებაში. 

image.jpeg 

კომპანია აღნიშნავს, რომ Galaxy A არის სმარტფონების ყველაზე პოპულარული კატეგორია და ეს გასაკვირი არ არის, რადგან ეს მოდელები ხელმისაწვდომ ფასად გვთავაზობენ ფუნქციების სრულ სპექტრს, რასაც მომხმარებლები ელიან თანამედროვე სმარტფონში. 

არ არის დაკონკრეტებული, რომელი მოწყობილობები იქნება წარმოდგენილი ღონისძიებაზე. თუმცა ინსაიდერებს და ტექნოლოგიურ რესურსებს საკუთარი ვარაუდები აქვთ ამის შესახებ. მაგალითად, Gizmochina იუწყება, რომ დიდი ალბათობით წარმოდგენილი იქნება სამი ახალი სმარტფონი, რომლებიც ჩაანაცვლებს ცნობილ Samsung Galaxy A32, Galaxy A52 და Galaxy A72 მოდელებს. შესაძლო პლატფორმებს შორის ჩამოთვლილია Samsung-ის საფირმო Exynos 1200 უმცროსი მოდელებისა და Qualcomm Snapdragon 750G - უფროსი სმარტფონების შემთხვევაში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.