Magdalena Posted March 14, 2022 Posted March 14, 2022 კომპანია Counterpoint Technology Market Research-მა გააზიარა ოპერაციულ სისტემა Android-ზე მომუშავე სმარტფონების პროცესორების ბაზრის კვლევის შედეგები . ფოტოს წყარო: pixabay.com / Monoar_CGI_Artist შეფასების თანახმად 2021 წელს სმარტფონებისთვის განკუთვნილი ჩიპების გაყიდვები 3.6%-ით გაიზარდა 2020 წელთან შედარებით. წარმოება გაყოფილია ხუთ მოწინავე მომწოდებელს შორის. ბაზრის ლიდერია MediaTek 46%-იანი წილით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს კომპანია აკონტროლებს მიწოდების პრაქტიკულად ნახევარს. აღინიშნება, რომ გასულ წელს MediaTek-მა დააფიქსირა მნიშვნელოვანი ზრდა 300 აშშ დოლარამდე ღირებულების სმარტფონების კატეგორიაში Dimensity 700/800 სერიის პროცესორების წყალობით. წამყვან მომწოდებლებს შორის მეორე ადგილზეა Qualcomm 35%-იანი წილით. კომპანია დომინირებს 300-499 აშშ დოლარის ღირებულების მოწყობილობების სეგმენტში: ამ შემთხვევაში Qualcomm-ის წილი 65%-ს შეადგენს. ფოტოს წყარო: Counterpoint Technology Market Research ხუთეულში შედის Samsung, თუმცა ამ კომპანიის ჩიპებზე მოთხოვნა შემცირდა. 100-299 აშშ დოლარის ღირებულების სეგმენტში კომპანიის წილი ერთ წელიწადში 17-დან 7%-მდე შემცირდა. კომპანია Unisoc აფიქსირებს ზრდას 200 აშშ დოლარამდე ღირებულების სმარტფონების კატეგორიაში. 99 აშშ დოლარამდე სეგმენტში მისმა წილმა 26% შეადგინა. და ბოლოს, HiSilicon ფლობს 16%-იან წილს 500 აშშ დოლარი და მეტი ღირებულების მქონე კატეგორიაში. https://tinyurl.com/k6ea6cfy Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.