Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Counterpoint Technology Market Research-მა გააზიარა ოპერაციულ სისტემა Android-ზე მომუშავე სმარტფონების პროცესორების ბაზრის კვლევის შედეგები . 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: pixabay.com / Monoar_CGI_Artist 

შეფასების თანახმად 2021 წელს სმარტფონებისთის განკუთვნილი ჩიპების გაყიდვები 3.6%-ით გაიზარდა 2020 წელთან შედარებით. წარმოება გაყოფილია ხუთ მოწინავე მომწოდებელს შორის. 

ბაზრის ლიდერია MediaTek 46%-იანი წილით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს კომპანია აკონტროლებს მიწოდების პრაქტიკულად ნახევარს. აღინიშნება, რომ გასულ წელს MediaTek-მა დააფიქსირა მნიშვნელოვანი ზრდა 300 აშშ დოლარამდე ღირებულების სმარტფონების კატეგორიაში Dimensity 700/800 სერიის პროცესორების წყალობით. 

წამყვან მომწოდებლებს შორის მეორე ადგილზეა Qualcomm 35%-იანი წილით. კომპანია დომინირებს 300-499 აშშ დოლარის ღირებულების მოწყობილობების სეგმენტში: ამ შემთხვევაში Qualcomm-ის წილი 65%-ს შეადგენს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Counterpoint Technology Market Research 

ხუთეულში შედის Samsung, თუმცა ამ კომპანიის ჩიპებზე მოთხოვნა შემცირდა. 100-299 აშშ დოლარის ღირებულების სეგმენტში კომპანიის წილი ერთ წელიწადში 17-დან 7%-მდე შემცირდა. 

კომპანია Unisoc აფიქსირებს ზრდას 200 აშშ დოლარამდე ღირებულების სმარტფონების კატეგორიაში. 99 აშშ დოლარამდე სეგმენტში მისმა წილმა 26% შეადგინა. 

და ბოლოს, HiSilicon ფლობს 16%-იან წილს 500 აშშ დოლარი და მეტი ღირებულების მქონე კატეგორიაში. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.