Magdalena Posted March 12, 2022 Posted March 12, 2022 ინტერნეტ-წყაროები აცხადებენ, რომ კომპანია Samsung მიმდინარე წელს წარადგენს მაღალი გამძლეობის ახალ სმარტფონს Xcover სერიაში. მოწყობილობის ანონსი ზაფხულშია მოსალოდნელი. ფოტოებზე: Galaxy XCover 5 / ფოტოს წყარო: Samsung როგორც რესურსი SamMobile აცხადებს, მოწყობილობის კოდური დასახელებაა SM-G736B. კომერციულ ბაზარზე იგი გამოვა სახელით - Galaxy Xcover Pro 2. ეს იქნება Xcover სერიის პირველი სმარტფონი 5G მხარდაჭერით. სმარტფონი დაცული იქნება წყლისა და მტვრისგან, მტკიცე კორპუსი კი დარტყმაგამძლე იქნება. ასევე საუბარია მოხსნადი ბატარეის არსებობაზე, რაც მფლობელს საშუალებას მისცემს სწრაფად შეცვალოს ელემენტი საველე პირობებში. გამოითქვა მოსაზრება, რომ მოწყობილობას საფუძვლად დაედება საფირმო პროცესორი Exynos 1280. არაოფიციალური მონაცემებით პროგრამულ უზრუნველყოფად გამოყენებული იქნება ოპერაციული სისტემა Android 12. ფიზიკური გამძლეობის პარალელურად უზრუნველყოფილი იქნება ქმედითუნარიანობის ხანგრძლივი ვადა. სმარტფონს აქვს კონფიდენციალური კორპორატიული მონაცემების საიმედო დაცვა. და ბოლოს, რეალიზებული იქნება სპეციალური ფუნქციები, რომლებიც მფლობელებს სამუშაო პროცესში დაეხმარება. https://tinyurl.com/2ukysrkf
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now