Magdalena Posted March 11, 2022 Posted March 11, 2022 არაერთხელ გამოჩნდა ინფორმაცია, რომ კომპანია Google გეგმავს გამოუშვას სმარტფონი Pixel 6a და კომპანიის პირველი სმარტ-საათი Pixel Watch. თუმცა, როგორც ჩანს, მომხმარებლებს მოცდა კიდევ მოუწევთ. როგორც ჩანს, ამერიკული კომპანიის დაბალბიუჯეტური სმარტფონის გამოშვება მინიმუმ ივლისამდე გადაიდო. Pixel Watch-ის გამოსვლა კი საუკეთესო შემთხვევაში მაისშია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინსაიდერმა ჯონ პროსერმა განაცხადა, მისი აზრით, რეალურად, სმარტ-საათი უფრო გვიანაც შეიძლება გამოვიდეს. ამ დრომდე არსებული არაოფიციალური ცნობების თანახმად Google-ის პირველი სმარტ-საათის წარდგენა 26 მაისს უნდა მოხდეს. შესაძლოა, საათი სმარტფონთან ერთად დაანონსდეს. ინსაიდერის აზრით პროდუქტების შეფერხების ძირითადი მიზეზია დეფიციტი, რომელიც ბევრი კომპანიის ბევრ მოწყობილობას შეეხო. Pixel-ის ამჟამინდელი სმარტფონები საკუთარი წარმოების პროცესორ Google Tensor-ზე მუშაობს. სავარაუდოდ, Pixel 6a მოდელს ექნება იგივე პროცესორი Tensor GS101, რაც აქვს Pixel 6-სა და Pixel 6 Pro-ს. ჯერჯერობით ეს ყველაფერი დაუზუსტებელი ინფორმაციაა. https://tinyurl.com/p3wnny3v Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.