Magdalena Posted March 9, 2022 Posted March 9, 2022 Bitcoin-ბირჟა Binance-მა გამოაცხადა კომპანია Bifinity-ს ამოქმედება, რომელიც გვევლინება, როგორც ფიატურ და ციფრულ ვალუტებში გადახდების ოფიციალური პროვაიდერი. „Bifinity-ს მოწინავე საგადახდო ინფრასტრუქტურა აერთიანებს კომპანიებს, გამყიდველებსა და მომხმარებლებს კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის სამყაროდან“ - ნათქვამია კომპანიის ბლოგში. ახალ პლატფორმაზე მხარდაჭერილია: 50-ზე მეტი კრიპტოაქტივი; პოპულარული გადახდის მეთოდები და სისტემები, როგორიცაა VISA და Mastercard; „მარტივი, ინტუიციურად გასაგები და უწყვეტი API ინტეგრაცია ტრეიდერებისთვის; გადახდების დამუშავება დაბალი საკომისიოთი. Bifinity-მ პარტნიორობის შეთანხმება დადო პლატფორმებთან Safepal, Zilliqa, EQONEX და Checkout.com. სხვა საკითხებთან ერთად Binance-მა გამოაცხადა ევროსა და ბრიტანულ ფუნტში გადახდების სრული განახლება SEPA და Faster Payments სისტემების მეშვეობით. https://tinyurl.com/479jmhky Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.