Jump to content

Recommended Posts

Posted

როგორც რესურსი VideoCardz აცხადებს, კომპანია AMD-მ გააზიარა Threadripper PRO 5000 სერიის პროცესორების მახასიათებლები. PRO პრეფიქსის არმქონე ჩიპებს ჯერჯერობით საუბარი არ ეხება და, როგორც ჩანს, მათ პირველ რიგში ვიხილავთ მაღალი წარმადობის კომპიუტერებში - სერიის დებიუტი შედგება Lenovo ThinkStation P620 დესკტოპებში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: amd.com 

კომპანიამ დაადასტურა, რომ Threadripper PRO 5000 სერიაში შევა ხუთი მოდელი, რომელთაგან ყველაზე მძლავრი იქნება 64-ბირთვიანი (128-ნაკადიანი) 5995WX საბაზისო სიხშირით 2.7 გჰც. აღსანიშნავია, რომ სერიის ყველა ჩიპ ექნება ერთი და იგივე მაქსიმალური სიხშირე 4.5 გჰც, ხოლო საბაზისო მაჩვენებლები განსხვავებული იქნება. 

სერიაში არ შევა 48-ბირთვიანი მოდელები - სიდიდით მეორე იქნება 32-ბირთვიანი ჩიპი 5975WX სიხშირით 3.6 გჰც. ამრიგად, საბაზისო რეჟიმში იგი 100 მჰც-ით, მაქსიმალურ სიხშირეზე კი 300 მჰც-ით სწრაფი იქნება წინამორბედთან შედარებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: videocardz.com 

AMD Ryzen Threadripper 5965WX მოდელს ექნება 24-ბირთვი და 48 ნაკადი, საბაზისო სიხშირე - 3.8 გჰც, მაქსიმალური კი - 4.5 გჰც. სერიაში ასევე შედის 16- და 12-ბირთვიანი მოდელები 5955WX (4.0 გჰც) და 5945WX (4.1 გჰც). 

ყოველი ჩიპის შემთხვევაში TDP-ის დონე იქნება 280 ვატი, რაც შეესაბამება Threadripper 3000 სერიის მახასიათებლებს. მხარდაჭერილი დედა დაფების შესახებ AMD-ს არაფერი უთქვამს, თუმცა დიდი ალბათობით ესენი იქნება მოდელები ატუალურ WRX80 ჩიპსეტზე განახლებული BIOS-ით. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.