Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ში გამოქვეყნდა სმარტფონ Xiaomi 12 Ultra-ს რენდერები (სავარაუდოდ ოფიციალური), რომელიც high-end კლასს მიეკუთვნება. იგი შესაძლოა გახდეს პირველი სერიული მოწყობილობა პლატფორმაზე - Snapdragon 8 Gen 1 Plus. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: weibo.cn 

სმარტფონ Xiaomi 12 Ultra-ს ახალი ფოტოები ადრე გამოქვეყნებული რენდერების მსგავსია - მოწყობილობის გარეგნლი განმასხვავებელი ნიშანი იქნება უკანა პანელზე დიდ, მრგვალ მოდულში განთავსებული კამერების ბლოკის არასტანდარტული გაფორმება. დამატებითი დისპლეი უკანა პანელზე ახალ მოდელს არ ექნება - შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ კომპანიამ  Xiaomi 11 Ultra-ში განხორციელებული ექსპერიმენტალური გადაწყვეტილება არასაკმარისად ეფექტურად ჩათვალა. 

image.jpeg 

როგორც ცნობილია, ფლაგმანურ სმარტფონს ექნება პერისკოპული ტელეობიექტივი ხუთმაგი ზუმით. გადაღების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს უნიკალური გადაწყვეტილება - თავად Xiaomi-ს მიერ შექმნილი გამოსახულების დამუშავების ახალი პროცესორი და Leica-ს ტექნოლოგიები, რომელმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტა. 

image.jpeg 

Xiaomi 12 Ultra, რომლის ანონსი უახლოეს დროშია მოსალოდნელი, შესაძლოა იყოს პირველი მოწყობილობა ბაზარზე გაუმჯობესებულ ფლაგმანურ პროცესორ Snapdragon 8 Gen 1 Plus-ით, რომელსაც უფრო მაღალი წარმადობა ექნება საბაზისო ვერსია Snapdragon 8 Gen 1-თან შედარებით. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.