Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Oppo-მ გამოფენა MWC 2022-ზე დააანონსა სწრაფი დამუხტვა SuperVOOC სიმძლავრით 150 ვატი, რომელიც საშუალებას იძლევა 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეა 50%-მდე დაიმუხტოს 5 წუთში, 100%-მდე კი - 15 წუთში. მასთან ერთად გამოიყენება ბატარეის აღდგენის ტექნოლოგია „Battery Health Engine(BHE), რომლის წყალობით თითქმის ორმაგდება ბატარეის ქმედითუნარიანობის ხანგრძლივობა. 

image.jpeg 

OPPO-ს განცხადებით, ტექნოლოგია BHE გარანტიას იძლევა, რომ სმარტფონის ბატარეა შეინარჩუნებს თავდაპირველი მოცულობის 80%-ს დამუხტვის 1600 ციკლის შემდეგ, რაც ორჯერ აღემატება საწარმოო სტანდარტს. ტექნოლოგია გულისხმობს ძაბვის სიმძლავრის რეგულირებას უარყოფითი მუხტის მქონე ელექტროდების მუშაობაზე დამოკიდებულების შესაბამისად. 

150-ვატიანი დამტენი SuperVOOC მუშაობს 20 ვოლტ ძაბვასა და 7.5 ამპერ სიმძლავრეზე. OPPO-მ განაცხადა, რომ ტექნოლოგია შემოწმდა გაგრილებასა და უსაფრთხოებაზე. აღსანიშნავია, რომ დამუხტვის ზემოთ მითითებული სიჩქარეები მიღწეულ იქნა სმარტფონებში, რომლებიც მუშაობდნენ თვითმფრინავის რეჟიმზე გამორთული ეკრანებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: androidheadlines.com 

დავამატებთ, რომ კომპანია Realme-მაც დააანონსა სწრაფი 150-ვატიანი დამუხტვის ტექნოლოგია UltraDart. Realme ეკუთვნის BBK Electronics-ს, რომელიც კომპანია Oppo-ს (და OnePlus-ის) მშობელი კომპანიაა. 150-ვატიანი დამუხტვა UltraDart მახასიათებლებით SuperVOOC-ის მსგავსია, თუმცა Oppo-სგან განსხვავებით კომპანია Realme-მ დაასახელა პირველი მოწყობილობა ახალი ტექნოლოგიის მხარდაჭერით - ეს იქნება სმარტფონი GT Neo 3. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: xda-developers.com 

SuperVOOC დამუხტვის მქონე OnePlus სმარტფონები ბაზარზე მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გამოვა. 

image.jpeg 

პარალელურად წარმოდგენილ იქნა SuperVOOC-ის უფრო მძლავრი, 240-ვატიანი ვერსიის მუშაობა. ეს ტექნოლოგია ჯერჯერობით შემუშავების ეტაპზეა. ამ შემთხვევაში შემოთავაზებულია 24 ვოლტი ძაბვა და 10 ამპერი სიმძლავრე. შედეგად შესაძლებელი იქნება 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეის 9 წუთში 100%-ით დამუხტვა. აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგია უსაფრთხო იქნება. კერძოდ, 13 სენსორი მონიტორინგს გაუწევს სხვადასხვა ელემენტის ტემპერატურას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.